სადაზღვევო კომპანიებს მოგება გაეზარდათ

სადაზღვევო კომპანიებს მოგება გაეზარდათ

2018 წლის II კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 16,34 მილიონი ლარი შეადგინა, კომპანიების აქტივები შეადგენს 699,37 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 180,69 მილიონ ლარს. 

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, II კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 

საანგარიშო პერიოდში, მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 295,28 მილიონი ლარი.  

მოზიდული სადაზღვევო პრემია კომპანიების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება: 

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ზარალი კომპანიამ ჯიპიაი აანაზღაურა და მან 37.4 მლნ ლარი შეადგინა. მეორე ადგილზე იმედი L-ია, რომელმაც 19.2 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა, მესამე პოზიციაზე კი ალდაგია, 18.5 მლნ ლარით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *