NETFLIX-ის CEO: „ილონ მასკი პლანეტის ყველაზე მამაცი და კრეატიული პიროვნებაა“

NETFLIX-ის CEO: „ილონ მასკი პლანეტის ყველაზე მამაცი და კრეატიული პიროვნებაა“

Netflix-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, რიდ ჰასტინგსის განცხადებით, ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მამაცი და კრეატიული პიროვნებაა.

DealBook-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ჰასტინგსმა აღნიშნა, რომ Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელის მიერ სოციალური ქსელის შეძენა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ის Twitter-ს საზოგადოებისათვის უფრო სასარგებლო და გამოსადეგ პლატფორმად აქცევს, ვიდრე აქამდე იყო.

„ვფიქრობ, რომ ილონ მასკი პლანეტის ყველაზე მამაცი და კრეატიული პიროვნებაა. მისი მართვის სტილი განსხვავებულია, მეც ვცდილობ, ღირსეული და სტაბილური ლიდერი ვიყო, თუმცა ის სხვაგან არის.

100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მასკი თავისი საქმიანობითა და მოღვაწეობით ცდილობს მსოფლიოს დაეხმაროს. მას ნამდვილად შეეძლო $44 მილიარდად ერთი მილის სიგრძის იახტა ეყიდა, თუმცა ამის ნაცვლად მან Twitter-ი შეიძინა, რადგან მას სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების სჯერა“, – განაცხადა Netflix-ის დამფუძნებელმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *