ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა - უმსხვილესი ექსპორტიორების TOP-10

ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა - უმსხვილესი ექსპორტიორების TOP-10

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: 

  • იაპონია – 200% (130 638 ბოთლი)
  • ჩეხეთი – 134% (30456)
  • ყირგიზეთი 81% (140370),
  • სამხრეთ კორეა – 78% (31650)
  • ნიდერლანდები – 68% (38799)
  • დიდი ბრიტანეთი – 67% (46782) 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: 

  • რუსეთი – 24 022 113 ბოთლი
  • უკრაინა – 4 191 217 ბოთლი
  • ჩინეთი – 2 975 804 ბოთლი
  • ყაზახეთი – 1 652 292 ბოთლი
  • პოლონეთი – 1 573 328 ბოთლი 

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 190-მა კომპანიამ განახორციელა.

ღვინის ყველაზე მსხვილი 10 ექსპორტიორი ქართული კომპანია კი შემდეგია: 

  • ს.ს. თელიანი ველი 
  • შპს ბადაგონი
  • ყვარლის სარდაფი
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
  • შპს BOLERO & COMPANY
  • შპს ტიფლისკი ვინნი პოგრებ
  • ს.ს. თბილღვინო
  • დუგლაძეების ღვინის კომპანია
  • შპს ქართული ღვინის სახლი
  • სს თელავის ღვინის მარანი

კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *