მიმდინარე კვირას მსოფლიო ეკონომიკური კალენდარი ნაკლებად დატვირთული იქნება, სავარაუდოდ, გამომდინარე იქიდან რომ მსოფლიოს ნაწილი შობის დღესასწაულს ელოდება. თუმცა, რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკურ კალენდარში რამდენიმე მნიშვნელოვანი ანონსია მონიშნული. მათ შორის იაპონიის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს, რომელზეც გადაწყდება საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად დატოვებენ თუ არა. ამავე კვირაში იაპონიაში ცნობილი ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელიც გახდება.
ევროზონა მესამე კვარტალის ხელფასების, ასევე შრომითი ხარჯის შესახებ მონაცემებს გამოაქვეყნებს. დიდი ბრიტანეთი მშპ-ის განახლებულ მონაცემებს გაასაჯაროებს, ხოლო იტალიაში ნოემბრის სავაჭრო ბალანსი და ოქტომბრის გაყიდვების მაჩვენებელი გახდება ცნობილი. მშპ-ის მესამე კვარტალის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს ესპანეთიც.
ამერიკაში მნიშვნელოვანი მონაცემების გამოქვეყნება არ არის დაგეგმილი, თუმცა, მოსალოდნელია მომხმარებელთა ნდობის ინდექსის გამოქვეყნება, ასევე მომხმარებელთა შემოსავლებისა და დანახარჯების გასაჯაროება.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მორიგ სხდომას გამართავს. 21 დეკემბრის შეხვედრაზე გაირკვევა სებ-ი კვლავ უცვლელად – 11%-ზე დატოვებს თუ არა საპროცენტო განაკვეთებს.
ამას გარდა, საქსტატი მიმდინარე კვირის დასაწყისში მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლების (2022 წლის III კვარტალი, წინასწარი), ასევე ნოემბრის საგარეო ვაჭრობისა და ადგილობრივი ექსპორტის მონაცემების გამოქვეყნებას გეგმავს. გარდა ამისა, დაგეგმილია 2022 წლის ნოემბრის სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე, მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსის, ექსპორტის ფასების ინდექსის, იმპორტის ფასების ინდექსის, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსის, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსის, მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე და მშენებლობის ღირებულების ინდექსის (2022 წლის III კვარტალი) გამოქვეყნება. კვირის ბოლოს კი საქსტატი ასევე გეგმავს 2021 წლის მიმდინარე ფასებში რესურსებისა და გამოყენების დაზუსტებული ცხრილების, მიმდინარე ფასებში კაპიტალის ანგარიშის და მრეწველობის პროდუქციის ინდექსსაც (2022 წლის III კვარტალი) გამოაქვეყნებს.
დატოვე კომენტარი
Your article helped me a lot, is there any more related content? Thanks!
Thank you for your sharing. I am worried that I lack creative ideas. It is your article that makes me full of hope. Thank you. But, I have a question, can you help me?
Thanks for sharing. I read many of your blog posts, cool, your blog is very good.
Your point of view caught my eye and was very interesting. Thanks. I have a question for you.