Forbes: მსოფლიოს ოცი გამორჩეული ნაძვის ხე

Forbes: მსოფლიოს ოცი გამორჩეული ნაძვის ხე

უკრაინაში მიმდინარე ომის, გლობალური ენერგოკრიზისისა და აქა-იქ შემორჩენილი პანდემიური შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყნები, ქალაქები და მათი მაცხოვრებლები შობისა და ახალი წლისთვის ემზადებიან, საახალწლო განწყობის შესაქმნელად კი ქუჩებსა და მთავარ მოედნებს განათებებითა და დეკორაციებით ამკობენ. სხვადასხვა ქალაქის ცენტრალურ ადგილებში ჩნდება საახალწლო განწყობის მთავარი ატრიბუტი – ნაძვის ხე, რომლის აღმართვის ტრადიცია ბავშვებს, მოზარდებსა თუ ზრდასრულებს ერთნაირად ახარებს და აბედნიერებს.

ამ ტრადიციით და დედამიწის სხვადასხვა ქალაქში აღმართული ნაძვის ხეებით დაინტერესდა ამერიკული Forbes-ის კონტრიბუტორი, სესილია როდრიგესი, რომელმაც მსოფლიოს ოცი გამორჩეული ნაძვის ხის ჩამონათვალი შეადგინა, რომელშიც, ომში ჩაბმული უკრაინული ქალაქებიც მოხვდნენ.

ამერიკული Forbes-ის მიერ მომზადებულ ჩამონათვალს, ჟურნალის ქართულენოვანი რედაქცია უცვლელად გთავაზობთ.

როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე – ნიუ-იორკი, აშშ 
ფოტო: CNBC
მთავარ სავაჭრო მოედანზე მდგომი 15-მეტრიანი ნაძვის ხე – კრაკოვი, პოლონეთი
ფოტო: Pawel Litwinski / Getty Images
ლვივის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ მდგომი ნაძვის ხე – ლვივი, უკრაინა
ფოტო: Alona Nikolaievych/ Ukrinform
თეთრი სახლის ნაძვის ხე – ვაშინგტონი, აშშ
ფოტო: The White House
აშშ-ის კაპიტოლეუმის ნაძვის ხე – ვაშინგტონი, აშშ
ფოტო: AOC Photo Branch
ვანდომის მოედნის გიგანტური ნაძვის ხეები – პარიზი, საფრანგეთი
ფოტო: sortiraparis.com
ჰონგ-კონგის დასავლეთ კოვლონის კულტურული ცენტრის ნაძვის ხე – ჰონგ-კონგი
ფოტო: Hong Kong Tourism Board
15 ათასზე მეტი გადამუშავებული ბოთლისგან შექმნილი ნაძვის ხე – კარაკასი, ვენესუელა
ფოტო: Yuri Cortez
ძველი პრაღის მთავარი მოედნის ნაძვის ხე – პრაღა, ჩეხეთი
ფოტო: David W. Cerny
წმინდა პეტრეს სახელობის მოედნის ნაძვის ხე – რომი, იტალია
ფოტო: CNS photo/Paul Haring
ლისაბონის მთავარი ნაძვის ხე – ლისაბონი, პორტუგალია
ფოტო: Portugalist.com
უინძორის სასახლის ნაძვის ხე – უინძორი, გაერთიანებული სამეფო
ფოტო: Royal Collection Trust
პუერტა-დელ-სოლის მოედანზე მდგომი ნაძვის ხე – მადრიდი, ესპანეთი
ფოტო: Adobe Stock
ტურინის მერის სასახლის ეზოში მდგომი ნაძვის ხე – ტურინი, იტალია
ფოტო: Stefano Guid
ტორონტოს გიგანტური ნაძვის ხე – ტორონტო, კანადა
ფოტო: Creative Touch Imaging
ხარების სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის სიახლოვეს მდგომი ნაძვის ხე – ნაზარეთი, ისრაელი
ფოტო: Gil Cohen Magen
კოლუმბიის ყველაზე მაღალი, 65-მეტრიანი ნაძვის ხე – ბარანკილია, კოლუმბია
ფოტო: David Mora
სინგაპურის ნაძვის ხე – სინგაპური 
ფოტო: Roslan Rahman
შანგხაის დაკიდებული ნაძვის ხე – შანგჰაი, ჩინეთი
ფოტო: VCG
მილანის საკათედრო ტაძრის ეზოში მდგომი ნაძვის ხე – მილანი, იტალია
ფოტო: news.italy24.press
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *