საოჯახო ბიზნესების მმართველი

საოჯახო ბიზნესების მმართველი

ზაზა ბაღდავაძეს ბიზნესის კეთების ნიჭი და სურვილი მამისგან ერგო. მისი პირველი ბიზნესი ვანის საკონსერვო ქარხანა იყო, შემდეგი იყო სამშენებლო მასალების ბიზნესი. დღეს კი რამდენიმე კომპანიის მართვაში იღებს მონაწილეობას, თუმცა კომპანია „ევროცემენტს“ მის დღის წესრიგში ყველაზე მეტი დრო ეთმობა. ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურების, „სელექტის“ სპეციალური რუბრიკისთვის Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო ზაზა, თქვენ სხვადასხვა სექტორში არაერთი ბიზნესი გაქვთ. როგორ ანაწილებთ თქვენს დროს კომპანიებში?

რა შედეგებით ასრულებს თქვენი სამშენებლო ბიზნესი 2022 წელს?

„ევროცემენტში“ წელს წლიური ბრუნვა 3-4 მლნ ლარით გაუმჯობესებული გვაქვს. წლის დასაწყისში მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებები გვქონდა. შემდეგ კი  ბეტონის ახალი ქარხნის ამუშავებაზე ვიყავით გადართული, რომელიც სრული დატვირთვით აპრილში ამოქმედდა. ქარხანაში 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩავდეთ. ახალი ტექნიკა ვიყიდეთ. შედეგად წარმადობა გაიზარდა, შესაბამისად –  გაიზარდა ჩვენი ბრუნვაც.

ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა გაიზარდა?

კი, მნიშვნელოვნად… „ევროცემენტი“ ბეტონსა და ცემენტს აწარმოებს, ასევე სამშენებლო სექტორს შესაბამის სერვისსაც ვაწვდით. ძირითადად თბილისის ბაზარზე ვმუშაობთ, თუმცა რეგიონებშიც გვყავს კლიენტები. მაგალითად, რაჭაში გზების რეაბილიტაციის პროექტისთვის საჭირო  ცემენტს ვგზავნით. ასევე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამკვეთი „ენერგოპრო ჯორჯიაა“.

პანდემიამ ბიზნესს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ფასებთან მიმართებით დაუტოვა. სამშენებლო სექტორში მასალები გაძვირდა, როგორ უმკლავდებით ფასების ჭრილში გამოწვევას?

მასალებს ჩვენ თავად ვაწარმოებთ. შემოგვაქვს მხოლოდ კლინკერი. სხვათა შორის, ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია 1999 წელს, რომელმაც მშრალი მეთოდით კლინკერის წარმოება დაიწყო. ამჟამად მისი წარმოება შეჩერებული გვაქვს, ვინაიდან ჩვენი ქარხანა კასპში საბჭოთა ტექნოლოგიითაა აგებული, ამიტომაც ენერგოდანახარჯები ძალიან დიდი აქვს, რაც არ გვაძლევს საშუალებას, ბაზარზე საფასო კონკურენცია გავუწიოთ სხვებს. თუმცა  ვმუშაობთ ამ ქარხნის რეკონსტრუქციაზე.

რაც შეეხება სამშენებლო მასალების ფასების ზრდას, აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს კლინკერი, რომელიც ასევე გაგვიძვირდა. ტენდენცია მზარდია. პარალელურად, მოთხოვნაც გაიზარდა, სახელმწიფო პროექტებიც იმატებს. ჩვენი კომპანია „ედემის“ შემთხვევაში გაყიდვებიც გაიზარდა.

რაც შეეხება ჰორეკა სექტორს, რომელშიც თქვენ კომპანია „კრუიზით“ ხართ წარმოდგენილი. როგორი წელი იყო 2022 სასტუმროსა და რესტორნისთვის?

წელს სასტუმრო და რესტორანი სრულად განვაახლეთ. პანდემიის დროს „კრუიზს“ კოვიდსასტუმროს ფუნქცია ჰქონდა, რესტორანი კი გაჩერებული იყო. შემდეგ უკრაინელი ლტოლვილებიც გვყავდა. ახლა ნელ-ნელა გაყიდვების დინამიკა აღდგა.

ქვეყანაში ტურიზმის ზრდას თქვენი მაჩვენებლები პირდაპირპროპორციულად მიჰყვება?

სასტუმრო ჯერჯერობით თავს ინარჩუნებს, ვინაიდან მისი განახლებისთვის დიდი რაოდენობის ინვესტიციის ჩადება მოგვიწია. გარდა ამისა, სასტუმრო ბიზნესში ბოლო პერიოდში კონკურენცია საკმაოდ გაზრდილია. ასე რომ, ჯერჯერობით შენარჩუნების რეჟიმში ვართ მანამ, ვიდრე რესტორანი სრულყოფილად გაიხსნება.

როდის გეგმავთ რესტორნის სრულად ამუშავებას?

რესტორანი ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს. ახალი წლისთვის სასტუმრო და რესტორანი 5 დღით წინასწარ დაჯავშნილია. იანვრიდან კი ვფიქრობ, რომ რესტორანსაც სრულად ავამოქმედებთ. მის განახლებაში ჩვენმა ოჯახმა დიდი შრომა ჩადო.

ამდენი ბიზნესის მართვის პარალელურად, გრჩებათ დრო ოჯახისთვის?

სამწუხაროდ, ცოტა. თუმცა მაინც ვახერხებ. დილით ბავშვები სკოლაში მიმყავს. შუადღითაც ზოგჯერ ვახერხებ მათ გამოყვანას. საღამოს კი გვიან მივდივარ, მაგრამ მაინც ვნახულობ დაძინებამდე. რაც შეეხება უქმეებს, ვცდილობ, თითქმის სრულად ოჯახს დავუთმო, მაგრამ არ გამომდის –  საქმეები ვერ მოიცდის. მაგალითად, ტერაბანკი მუდმივად მთავაზობს უქმეებზე ქალაქიდან გასვლას, დასვენებას, თუმცა ხშირად ამ შემოთავაზებას ვერ ვიღებ.

რა როლს ასრულებს ტერაბანკის „სელექტი“ თქვენს ცხოვრებაში?

ვერ ვასწრებ, იმდენი შეღავათისა და შეთავაზების ათვისებას, რასაც მთავაზობენ. ყველა მიმართულებით ძალიან კარგი პროდუქტები აქვთ, იქნება ეს საბანკო პროდუქტები თუ ე.წ. Lifestyle-ის მიმართულებით ფასდაკლებები, შეღავათები. მე პირადად ძირითადად მაინც საბანკო შეთავაზებებს ვიყენებ.

თქვენ ტერაბანკის პირველ 1000 მომხმარებელს შორის ერთ-ერთი ხართ, გამოდის, უკვე ათწლეულზე მეტი ხნის გამოცდილება დაგიგროვდათ ამ ბანკთან, რამ განაპირობა თქვენი ამ ინსტიტუტისადმი ერთგულება?

რადგან 2022 წლის ბოლოს ვუახლოვდებით, მომავალი წლის გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ თითოეული ბიზნესის შემთხვევაში…

„ევროცემენტის“ მიმართულებით ვმუშაობთ კლინკერის ქარხნის ამუშავებაზე, პროექტი უკვე მზადაა, გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა. შეიძლება „აწარმოე საქართველოშიც“ შევიტანოთ განაცხადი, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი.

რაც შეეხება სამშენებლო კომპანია „ედემს“, არსებული პროექტების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაც მომავალ წელს დავასრულებთ. კიდევ სამი პროექტი გვაქვს მზად, რომლებიც შესათანხმებელია. ამიტომ ამ პროექტებზე ვიქნებით კონცენტრირებული.

„კრუიზზე“ კი, როგორც გითხარით, ვგეგმავთ რესტორნის სრულყოფილად ამოქმედებას.

ახალი ბიზნესიდეები გაქვთ?

ჩვენი პირველი ბიზნესის განახლება გვინდა. ვგულისხმობ ვანის საკონსერვო ქარხანას, რომელიც ჩვენ 1997 წელს ავამოქმედეთ. ინვესტიცია დღევანდელი გადმოსახედიდან კოლოსალურია, მაშინდელი  550 000 დოლარი იყო. თუმცა, ფაქტობრივად,  ეს თანხა დავკარგეთ, ვინაიდან მალევე დაიხურა წარმოება. საქართველოში მაშინ მისი რეალიზაცია ვერ შევძელით. ამ საწარმოს ამუშავების იდეა მამაჩემს ეკუთვნის. რადგან ვანიდან ვართ, გვინდოდა, რომ იქაურები დაგვესაქმებინა და იქ ქარხანა გაგვეხსნა.  ამიტომაც მის ამუშავებაზე ფიქრი არასოდეს შეგვიწყვეტია. ვნახოთ, რა იქნება, გარკვეული მცდელობები უკვე გვაქვს.

რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *