თბილისის უბნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

თბილისის უბნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

გასულ წელს, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი, 2016 წელთან შედარებით, 10.6%-ით გაიზარდა. თი-ბი-სი ბანკისა და ISET-ის კვლევის მიხედვით, ჯამში გაყიდული უძრავი ქონების 40.7% თბილისზე მოდიოდა, მას მოსდევს აჭარა 11.6% -ით და კახეთი 9.9%-ით. 

წლიურად უძრავი ქონების რეალიზაცია ყველაზე მეტად აჭარაში გაიზარდა და ზრდამ 34.1% შეადგინა. თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 15.6%-ით გაიზარდა. 

უძრავი ქონების გაყიდვების გარიგებები საქართველო რეგიონების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:  

  • თბილისი – 39 801 ერთეული და მთლიანი მოცულობის 40%
  • აჭარა – 11 471 ერთეული და მთლიანი მოცულობის 11.6%
  • კახეთი – 9 790 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.9%
  • ქვემო ქართლი – 9 188 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.3%
  • იმერეთი – 7 260 ერთეული და მთლიანი მოცულობის 7.4%
  • მცხეთა-მთიანეთი – 5 163 ერთეული და მთლიანი მოცულობის 5.2%
  • თბილისში სამი ყველაზე აქტიური უბანი შემდეგი იყო: 
  • საბურთალო – 9 995 ერთეული და მთლიანი მოცულობის 25.1%
  • ვაკე – 7 282 ერთეული და მთლიანი მოცულობის 18.3%
  • სამგორი – 3 994 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.9% 

კვლევის მიხედვით, თბილისში გასულ წელს 804 ახალი შენობა დასრულდა.  

საცხოვრებელი ფართების გასაყიდი ფასი (კვ.მ-ს მიხედვით) თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:  

  • მთაწმინდა – $1012
  • ვაკე – $924
  • კრწანისი – $809
  • საუბრთალო – $855
  • ჩუღურეთი – $756
  • დიდუბე – $715
  • ისანი- $660
  • ნაძალადევი – $568
  • გლდანი – $535
  • სამგორი – $556

რაც შეეხება საცხოვრებელი ფართების გაქირავებას, ამ შემთხვევაშიც ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და ის კვ.მ-ზე 8.53 დოლარს შეადგენს. მას მოსდევს ვაკე 7.66  დოლარით და საბურთალო 6.83 დოლარით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *