ინა გუდავაძე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 196-ე ადგილზეა

ინა გუდავაძე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 196-ე ადგილზეა

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის ქონება Sunday Times-ს 650 მილიონ გირვანქა სტერლინგად აქვს შეფასებული. გამოცემა ყველაზე მდიდარი ბრიტანელების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. ინა გუდავაძე 2017 წლის რეიტინგში ერთადერთი ქართველია. 2016 წლის რეიტინგში გუდავაძე 182-ე ადგილზე იყო.

ამასთან, ინა გუდავაძე ბრტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიაში 32-ე ადგილს იკავებს, 2016 წელს კი 28-ე ადგილზე იყო, თუმცა წლიურად მისი ქონება არ შეცვლილა.

“გუდავაძის ოჯახმა მინერალური წყლის “ბორჯომის” 87%-იანი წილი 2013 წელს გაყიდა, მაშინ მისი ღირებულება 320 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო. ინა გუდავაძე ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივია. მის ქონებაში შედიოდა საფეხბურთო აქტივები, ოქროს მაღაროები, ტელევიზია და კაზინო”, – წერს Sunday Times.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *