Avatar: The Way of Water-ი მე-3 ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

Avatar: The Way of Water-ი მე-3 ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

ჯეიმს კამერონის რეჟისორობით გადაღებული ფილმის, Avatar: The Way of Water-ის ბილეთების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა $2.244 მილიარდს გადააჭარბა. შედეგად, მან 1997 წელს გამოსულ Titanic-ს გადაუსწრო და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

ცნობისთვის, Titanic-ს, რომლის რეჟისორიც ასევე ჯეიმს კამერონია, გლობალურად ბილეთების გაყიდვით $2.243 მილიარდი აქვს შეგროვებული. აქვე გეტყვით, რომ ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგში ლიდერის პოზიცია კამერონის Avatar-ის პირველ ნაწილს უჭირავს, $2.923-მილიარდიანი შემოსავლით. კინოსურათი 2009 წელს გამოვიდა.

რაც შეეხება მეორე ადგილს, ამ პოზიციას Avengers: Endgame-ი იკავებს, რომელიც 2019 წელსაა გამოსული. ფილმის მიერ მიღებული გლობალური შემოსავალი $2.799 მილიარდს აჭარბებს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *