ბრიტანელმა სტუდენტმა დოქტორის ხარისხის მიღებას 52 წელი მოანდომა

ბრიტანელმა სტუდენტმა დოქტორის ხარისხის მიღებას 52 წელი მოანდომა

დიდი ბრიტანეთის მკვიდრ, 76 წლის ნიკ აქსტენს ახლახან ბრისტოლის უნივერსიტეტმა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა. ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას სადოქტორო პროგრამის დასასრულებლად, რისთვისაც, ჩვეულებრივ, ხუთი ან ექვსი წელია საჭირო, 52 წელი დასჭირდა.

1967 წელს აქსტენი ლიდსის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი იყო, იმ დროს, როდესაც პერსონალური კომპიუტერები ჯერ კიდევ არ იყო გამოგონებული, უნივერსიტეტის შენობებში კი მოწევა დაშვებული იყო.

ახლა უკვე დოქტორმა ნიკ აქსტენმა დისერტაციაზე მუშაობა მათემატიკური სოციოლოგიის თემაზე აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტში 1970 წელს დაიწყო. თუმცა ხუთი წლის შემდეგ ის დიდ ბრიტანეთში დოქტორის წოდების გარეშე, პროგრამის დაუსრულებლად დაბრუნდა.

ბრიტანეთში დაბრუნებიდან აქსტენმა სიცოცხლის განვლილი წლები სწორედ სამშობლოში გაატარა. აღსანიშნავია, რომ მან სასკოლო სასწავლო პროგრამა: „ოქსფორდის დაწყებითი მეცნიერება“ შექმნა.

2016 წელს, 69 წლის ასაკში, აქსტენი ბრისტოლის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რათა ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა დაესრულებინა. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ კი მან სწავლა დოქტორანტურაში განაგრძო.

ბრისტოლის უნივერსიტეტმა ნიკ აქსტენს, სადოქტორო პროგრამაზე პირველად ჩარიცხვიდან დაახლოებით 52 წლის შემდეგ, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიანიჭა მეუღლის, კლერ აქსტენისა და 11 წლის შვილიშვილის, ფრეიას თანდასწრებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *