2017 წლის წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 6.7% შეადგინა. სასაქონლო ჯგუფებიდან, გასულ წელს ყველაზე მეტად – 17.5%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა.
წლის დასაწყისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4,3%-მდე შემცირდა. იანვარში კი, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,6 პროცენტი შეადგინა. ევროზონაში ინფლაცია 1,3%-მდე შემცირდა.
ამავე პერიოდში ინფლაციის დონე შემცირდა რუსეთში, ყაზახეთსა და თურქეთში:
რუსეთი – 2,2%
ყაზახეთი – 6,8%
თურქეთი – 10,4%
სომხეთში ინფლაციის დონე იანვარში 2,7%-მდე გაიზარდა. G&T-ის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს ბელორუსში ინფლაციის დონე 4,6%-მდე შემცირდა. ამასთან, დეკემბერში ინფლაციის დონე აზერბაიჯანში 7,8%-მდე შემცირდა, ხოლო 13,7%-მდე გაიზარდა უკრაინაში. იანვარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდა უკრაინაში (16%), ხოლო ყაზახეთში 9,7%-მდე შემცირდა. დანარჩენ ქვეყნებში ცენტრალურმა ბანკებმა განაკვეთი უცვლელი დატოვეს.
მიმდინარე წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 4,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. პროგნოზი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებისთვის შემდეგია:
დატოვე კომენტარი