ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოს მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც თბილისში გაისმა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ.

არ არსებობს ისეთი უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს. დემოკრატიული წარმატება. ევროპული წარმატება. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ევროპის ყველა თავისუფალი ერი ამას იმსახურებს.

დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის! დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისი ძმებისთვის! დიდება უკრაინას!“, – აცხადებს პრეზიდენტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *