2023 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ზე ნაკლებით გაიზრდება — IMF-ის მმართველი დირექტორი

2023 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ზე ნაკლებით გაიზრდება — IMF-ის მმართველი დირექტორი

მსოფლიო სავალუტო ფონდის ვარაუდით, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკა 3%-ზე ნაკლებით გაიზრდება, – ამის შესახებ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ „ჩინეთის განვითარების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ვარაუდით, 2023 წელი ასევე რთული იქნება, ხოლო გლობალური ზრდის მაჩვენებელი 3%-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდება, რასაც პანდემიისგან დანატოვარი ნაიარევები, უკრაინაში მიმდინარე ომი და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგები განაპირობებს. მომავალი წლისთვის გაუმჯობესებული ხედვის მიუხედავად, გლობალური ზრდის მაჩვენებელი 3.8%-იან ისტორიულ საშუალოზე დაბალი იქნება“, – განაცხადა გეორგიევამ.

მისივე თქმით, მსოფლიოში კვლავაც მაღალია გაურკვევლობის დონე, რასაც, უმეტესწილად, პოტენციური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფრაგმენტაცია განაპირობებს, რომელმაც, კრისტალინა გეორგიევას თქმით, შესაძლოა, მსოფლიო რამდენიმე ბლოკად დაყოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *