საქართველო ინტერნეტის სიიაფით მსოფლიოში მეათე ადგილზეა

საქართველო ინტერნეტის სიიაფით მსოფლიოში მეათე ადგილზეა

საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია სადაც ინტერნეტი ყველაზე იაფია. ფართოზოლოვანი მომსახურების საფასური მსოფლიოს 196 ქვეყანაში ბრიტანულმა კომპანიამ BDRC შეისწავალა.

კვლევის მიხედვით, ფართოზოლოვანი მომსახურების ყოველთვიური გადასახადი ყველაზე იაფი ირანშია და მხოლოდ $5,3-ს შეადგენს. საქართველოში კი კვლევის მიხედვით ყოველთვიური საფასური 16,6 დოლარია.

ყველაზე ძვირი კი ინტერნეტი ბურკინა ფასოშია – აფრიკულ სახელმწიფოში ყოველთვიური გადასახადი თითქმის 1000 დოლარია. დასავლეთ აფრიკულ ქვეყანას 18 მილიონი მოსახლე ჰყავს, თუმცა მათგან ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ 11%-ს აქვს.

ფართოზოლოვანი მომსახურება ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:

ირანი – ყოველთვიური გადასახადი – $5,37
უკრაინა – ყოველთვიური გადასახადი – $5,51
რუსეთი – ყოველთვიური გადასახადი – $9,93
მოლდოვა- ყოველთვიური გადასახადი – $10,80
სირია – ყოველთვიური გადასახადი – $12,15
ეგვიპტე – ყოველთვიური გადასახადი – $12,42
ბელორუსი – ყოველთვიური გადასახადი – $12,77
რუმინეთი – ყოველთვიური გადასახადი – $13,47
ყაზახეთი – ყოველთვიური გადასახადი – $13,71
საქართველო – ყოველთვიური გადასახადი – $16,68

ყველაზე ძვირი კი ინტერნეტი შემდეგ ქვეყნებშია – ბურკინა ფასო ($961); პაპუა-ახალი გვინეა ($597); ნამიბია ($440); ბრუნეი ($267); ლაოსი ($231).

გერმანელები ყოველთვიურად ინტერნეტში საშუალოდ $34-ს იხდიან, გაერთიანებულ სამეფოში გადასახადი $40-ია, იტალიაში – $29.

დღეისთვის მსოფლიო მოსახლეობის 53.9%-ს ინტერნეტთან წვდომა კვლავ არ აქვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *