მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია

მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია

მერი არაბიძე ქალთა შორის ჭადრაკში ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულია. 11 რაუნდის შემდეგ მან 8.5 ქულის მოპოვება შეძლო და ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორე ქართველი ქალია, რომელიც კონტინენტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულს დაეუფლა.

ცნობისთვის, მეორე ადგილზე პოლონელი ოლივია კიოლბასა გავიდა, მესამე ადგილი კი მისმა თანამემამულემ, ალექსანდრა მალცევსკაიამ დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 11 რაუნდის შემდეგ დაგროვებული ქულების რაოდენობით საბოლოო რეიტინგის ათეულში კიდევ ორი ქართველი მოხვდა. მე-5 ადგილზე სალომე მელია გავიდა, მე-7 ადგილზე კი ლელა ჯავახიშვილი.

შეგახსენებთ, მერი არაბიძე 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, გარდა ამისა, საჭადრაკო ოლიმპიადისა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

აქვე გეტყვით, რომ მერი არაბიძე Forbes Georgia-ს პროექტ 30Under30-ის 2020 წლის გამარჯვებულია სპორტის კატეგორიაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *