ავანსი (ინგლისურად Advance Payment) არის საქონლის ან მომსახურების შეძენისას წინასწარ გადახდილი თანხა. მაგალითად, შესაძლოა, დაიქირაო კომპანია სარემონტო სამუშაოებისთვის და მომსახურების ნაწილი წინასწარ, სამუშაოების დაწყებამდე გადაუხადო. ავანსის გადახდა გამოხატავს მზადყოფნას, რომ ნამდვილად გსურთ საქონლის ან მომსახურების შეძენა. ასევე შესაძლოა, მიმწოდებელმა მოითხოვოს ავანსი ნდობის მოსაპოვებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი კლიენტი გადახდისუნარიანია. ზოგჯერ ავანსად მიღებული თანხა სჭირდება მიმწოდებელს, რომ ხარჯების ნაწილის დასაფარავი თანხა წინასწარ ჰქონდეს.
ბესგან განსხვავებით ავანსი დაბრუნებას ექვემდებარება. თუ ავანსი გადაიხადეთ, მაგრამ საქონელი ან მომსახურება არ მოგაწოდეს, ავანსის სახით გადახდილი თანხა უნდა დაგიბრუნდეთ.