მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, საქართველო ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით დაწინაურდა და მსოფლიოში 84-ე ადგილს იკავებს. გასული წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში 85-ე ადგილზე იყო.
რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 137 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, პირველ ადგილზე ისლანდიაა, მეორეზე ბაჰრეინი, სამეულს კი ლუქსემბურგი ასრულებს. ისლანდიის სარეიტინგო ქულა 98.2-ია საქართველოსი კი 50. მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს: რეიტინგში 70-ე ადგილს იკავებს თურქეთი, 62-ე სომხეთი, 38-ს რუსეთი, ხოლო აზერბაიჯანი კი 34-ს.
ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, საქართველო რეიტინგში 111-ე ადგილზეა, ვიეტნამსა და ზამბიის რესპუბლიკას შორის. აღნიშნული კრიტერიუმით მსოფლიოში 107-ე ადგილზეა უკრაინა, 84-ზე რუსეთი, 77-ზე სომხეთი, 57-ზე თურეთი, 44-ზე აზერბაიჯანი. პირველ სამეულს ფინეთი, ნორვეგია და შვეიცარია იკავებენ.
ფირმების მიერ ტექნოლოგიის ათვისების კუთხით, საქართველო 108-ე ადგილზეა, სომხეთი 77-ზე, რუსეთი 72-ზე, თურქეთი 46-ზე, ხოლო აზერბაიჯანი 46-ზე.
ტექნოლოგიების ადაპტაციის კრიტერუმით, საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილს იკავებს.
დატოვე კომენტარი