ჯოკოვიჩის ახალი რეკორდი - სერბმა „დიდი სლემის“ 23-ე ტურნირი მოიგო

ჯოკოვიჩის ახალი რეკორდი - სერბმა „დიდი სლემის“ 23-ე ტურნირი მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობა, იგივე „როლან გაროსის“ ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ეს სერბი ჩოგბურთელისთვის კარიერის განმავლობაში მოგებული „დიდი სლემის“ 23-ე ტურნირია, რაც მამაკაცთა შორის ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.

ჯოკოვიჩმა „როლან გაროსის“ ფინალში 24 წლის ნორვეგიელი კასპერ რუუდი დაამარცხა. 36 წლის სერბმა გამარჯვების მოპოვება ანგარიშით 6:7, 3:6, 5:7 შეძლო. შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გამართული „დიდი სლემის“ ორი ტურნირიდან ორივეში ნოვაკ ჯოკოვიჩმა იმარჯვა. მან „როლან გაროსამდე“ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯოკოვიჩს კარიერის განმავლობაში „დიდი სლემის“ 23 ტურნირი აქვს მოგებული. ამ შედეგით მან რაფაელ ნადალს გადაუსწრო (22).

ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ კარიერის განმავლობაში საპრიზო თანხის სახით გამომუშავებული თანხა 167 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.