თბილისის მერია 259 მილიონი ლარის ღირებულების 18-მეტრიან ავტობუსებს შეიძენს

თბილისის მერია 259 მილიონი ლარის ღირებულების 18-მეტრიან ავტობუსებს შეიძენს

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა. თბილისის მერია MAN-ის ბრენდის, 18-მეტრიან 160 ახალ ავტობუსს „თეგეტა მოტორსისგან” შეიძენს.

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად თბილისის მერია „თეგეტა მოტორსთან” 259 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტს გააფორმებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, MAN-ის ტიპის 1 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ღირებულება 1,527,660 ლარი იქნება.

შესაბამისად, უახლოეს მომავალში დედაქალაქში პოლონეთში წარმოებული 2023 წლის 18-მეტრიანი MAN Lion’s City 18C-ები გამოჩნდება. ავტობუსის ტევადობა 162 მგზავრს შეადგენს. ინფორმაცია იმის შესახებ, იღებდა თუ არა ტენდერში მონაწილეობას სხვა კომპანიაც, ცნობილი არ არის.