WTA: 2033 წლისთვის ჩოგბურთში ქალთა და მამაკაცთა საპრიზო თანხა გათანაბრდება

WTA: 2033 წლისთვის ჩოგბურთში ქალთა და მამაკაცთა საპრიზო თანხა გათანაბრდება

ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) თქმით, შეეცდება, 2033 წლისთვის ძირითად ტურნირებზე ქალთა და მამაკაცთა საპრიზო თანხა გათანაბრდეს. აღნიშნულის შესახებ ჩოგბურთის სუპერვარსკვლავმა, ბილი ჯინ კინგმა განაცხადა, რომელმაც ასოციაცია 50 წლის წინ დააფუძნა.

WTA-ს გეგმით, 2027 წლისთვის ქალი მოთამაშეები მიიღებენ მამაკაცებისთვის განკუთვნილი საპრიზო თანხის მსგავს ფულად ჯილდოს WTA-ATP 1000 და 500 ტურნირებზე – ესენია დიდი სლემების ქვედა დონეები. 2033 წლისთვის კი საპრიზო თანხის მოცულობა სქესთა განსხვავების მიუხედავად გათანაბრდება სხვა ძირითადი ღონისძიებების შემთხვევაშიც.

სქესთა მიხედვით საპრიზო თანხის განსხვავება თვალნათლივ ჩანს გასულ თვეში გამართულ იტალიის ღია პირველობაზე. ტურნირზე მამაკაცთა შემთხვევაში საპრიზო თანხა $8.5 მილიონს შეადგენდა, ქალთა შემთხვევაში კი – $3.9 მილიონს.

აღსანიშნავია, რომ US Open-ი იყო დიდი სლემის პირველი ტურნირი, რომელმაც 1973 წლიდან ჩოგბურთელებისთვის სქესის განუსხვავებლად თანაბარი საპრიზო ფონდი დააწესა.