„ალიანს ჯგუფმა“ ქობულეთში $220-მილიონიანი პროექტი დაანონსა

„ალიანს ჯგუფმა“ ქობულეთში $220-მილიონიანი პროექტი დაანონსა

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ აჭარაში, ქობულეთში $220-მილიონიან პროექტს აანონსებს, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს მოიცავს.

კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი „ალიანს რენესანსი“ კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტის სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 30 მეტრში მდებარეობს.

ალიანს რენესანსი საერთო პოდიუმით აკავშირებს A, B და C თაუერებს, ისევე როგორც დამოუკიდებელ, 14 სართულიან, საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და მის უნიკალურ, 15 სახეობის თერაპიული პროცედურების სივრცეს, რითაც ქმნის უნიკალურ ველნეს ინფრასტრუქტურას.

პროექტის მნიშვნელობა

გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნებით – თერაპიული, დიაგნოსტიკური, ესთეტიკური მიმართულებების ერთ სივრცეში მოქცევით და პროექტში ახალი, ინოვაციური სპორტული აქტივობების, თუ რეაბილიტაციური კომპონენტების ინტეგრირებით, ალიანს რენესანსი ხელს უწყობს რეგიონის უნიკალური, კურორტული მემკვიდრეობის პოტენციალის რეალიზებას, თანამედროვე ველნეს სტუმარმასპინძლობის გამოცდილების შექმნასა და იმავდროულად, საქართველოში პირველი, საერთაშორისო სტანდარტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ფორმირებას, რისი ერთობლიობითაც, პირდაპირ ასტიმულირებს ქვეყანაში ველნეს ტურიზმისა და უძრავი ქონების (Wellestate) განვითარებას.

ალიანს რენესანსის Presale დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც, შეძლებთ ისარგებლოთ წინასწარი გაყიდვების უპირატესობებითა და ექსკლუზიური პირობებით. S