ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით ოსკაროსანი პროდიუსერები სერიალს გადაიღებენ

ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით ოსკაროსანი პროდიუსერები სერიალს გადაიღებენ

გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის საერთაშორისო ბესტსელერი რომანის, „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ. პროექტის განსახორციელებლად ოთხი ოსკარის მფლობელი ფილმის, „All Quiet on the Western Front“-ის პროდიუსერები და Emmy-ის გამარჯვებული კინოსტუდია The Ink Factory („The Night Manager“, „The Little Drummer Girl“) ერთიანდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია Hollywood Reporter-მა გაავრცელა.

კონკრეტულად კი, სერიალის პროდიუსერები გერმანიის Amusement Park-იდან მალტე გრუნერტი, ამელი ფონ კიენლინი და სიუზან კაპიცკი იქნებია, ასევე The Ink Factory-იდან საიმონ კორნუელი, სტივენ კორნველი და მიქელე ვოლკოფი. მათთან ერთად პროექტში ჩართული იქნება მეგი ბოდენი.

„მერვე სიცოცხლეზე“ სატელევიზიო სერიალის გადაღების პროცესს და მთლიანად პროექტს სარა ლამბერტი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, სწორედ მას ეკუთვნის მარელი დეის „Lambs of God“-ის ადაპტაცია, რომელიც 2019 წელს ლიმიტირებული სერიების სახით Lingo Pictures-ისა და Foxtel-ისთვის გადაიღო. გარდა ამისა, ლამბერტს სხვა არაერთ წარმატებულ პროექტზე უმუშავია.

ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლე“ პირველად 2014 წელს გამოიცა. ამ რომანისთვის ავტორს არაერთი ჯილდო, მათ შორის ბუკერის საერთაშორისო პრემია და დუბლინის ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული.