BP გერმანიაში €6.8-მილიარდიანი ინვესტიციით ქარის ოფშორულ ელექტროსადგურს განავითარებს

BP გერმანიაში €6.8-მილიარდიანი ინვესტიციით ქარის ოფშორულ ელექტროსადგურს განავითარებს

BP გერმანიაში ქარის ოფშორული ელექტროსადგურის განვითარებაში 6.8 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებს. კომპანიის მიერ აღნიშნული ლიცენზიის მოპოვება, ენერგეტიკული გიგანტის განახლებადი ენერგიის ბიზნესის განვითარების გეგმებზე მიანიშნებს.

სალიცენზიო პირობების თანახმად, BP გერმანიის საზღვაო აკვატორიაში, ჩრდილოეთის ზღვაში, 4 გიგავატის სიმძლავრის ქარის ოფშორულ სადგურებს ააშენებს. სადგურები ჰელიგოლანდის კუნძულებიდან 130 და 150 კილომეტრით იქნება დაშორებული.

ცნობისთვის, აღნიშნული ინვესტიციის შემდეგ, BP-ის ოფშორული ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრე 5.2 გიგავატიდან 9.2 გიგავატამდე გაიზრდება.

ლიცენზიის პირობების თანახმად, BP მოსაკრებლის პირველ ნაწილს, 678 მილიონი ევროს მოცულობით, რაც მთლიანი თანხის 10 პროცენტის ეკვივალენტურია, 2024 წლის ივლისში გადაიხდის, ხოლო დარჩენილ თანხას ის პროექტის დასრულების შემდეგ, 20 წლის განმავლობაში გადაიხდის.