იაპონიის პასპორტი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი აღარაა | განახლებული რეიტინგი

იაპონიის პასპორტი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი აღარაა | განახლებული რეიტინგი

Henley Passport Index-ის განახლებული მონაცემებით, ხუთწლიანი ლიდერობის შემდეგ, ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში იაპონიამ პირველობა სინგაპურს დაუთმო, თავად კი მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ი საერთაშორისო პასპორტების სიძლიერეს ქვეყნებში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობებით განსაზღვრავს.

განახლებულ რეიტინგში, ჯამში 227 გლობალური მიმართულებიდან, იაპონიის პასპორტის გამოყენებით უვიზოდ 189 ლოკაციაზე შეიძლება შესვლა. აღსანიშნავია, რომ იაპონია რეიტინგის მესამე ადგილს, ავსტრიასთან, ფინეთთან, საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, სამხრეთ კორეასთან და შვედეთთან ინაწილებს. პირველ პოზიციაზე ყველაზე მეტი, 192 გლობალური მიმართულებით სინგაპურია, ხოლო მეორე ადგილს 190 მიმართულებით, გერმანია, იტალია და ესპანეთი იკავებენ.

ცნობისთვის, Henley-ის რეიტინგი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსკლუზიურ და ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა. ინდექსი ჯამში 199 პასპორტის სიძლიერეს იკვლევს.

ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო 117 უვიზო მიმართულებით 48-ე პოზიციას იკავებს, აქვეა რუსეთი 115 მიმართულებითა და 49-ე პოზიციით, ხოლო 50-ე ადგილზე თურქეთია (114 მიმართულება) წარმოდგენილი. აზერბაიჯანი (69) და სომხეთი (66), შესაბამისად, 72-ე და 74-ე პოზიციებს იკავებენ.

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ათეული:

#1 სინგაპური: 192 გლობალური მიმართულება

#2 გერმანია: 190 გლობალური მიმართულება

იტალია: 190 გლობალური მიმართულება

ესპანეთი: 190 გლობალური მიმართულება

#3 ავსტრია: 189 გლობალური მიმართულება

ფინეთი: 189 გლობალური მიმართულება

საფრანგეთი: 189 გლობალური მიმართულება

იაპონია: 189 გლობალური მიმართულება

ლუქსემბურგი: 189 გლობალური მიმართულება

სამხრეთ კორეა: 189 გლობალური მიმართულება

შვედეთი: 189 გლობალური მიმართულება

#4 დანია: 188 გლობალური მიმართულება

ირლანდია: 188 გლობალური მიმართულება

ნიდერლანდები: 188 გლობალური მიმართულება

დიდი ბრიტანეთი: 188 გლობალური მიმართულება

#5 ბელგია: 187 გლობალური მიმართულება

ჩეხეთი: 187 გლობალური მიმართულება

მალტა: 187 გლობალური მიმართულება

ახალი ზელანდია: 187 გლობალური მიმართულება

ნორვეგია: 187 გლობალური მიმართულება

პორტუგალია: 187 გლობალური მიმართულება

შვეიცარია: 187 გლობალური მიმართულება

#6 ავსტრალია: 186 გლობალური მიმართულება

უნგრეთი: 186 გლობალური მიმართულება

პოლონეთი: 186 გლობალური მიმართულება

#7 კანადა: 185 გლობალური მიმართულება

საბერძნეთი: 185 გლობალური მიმართულება

#8 ლიტვა: 184 გლობალური მიმართულება

ამერიკის შეერთებული შტატები: 184 გლობალური მიმართულება

#9 ლატვია: 183 გლობალური მიმართულება

სლოვაკეთი: 183 გლობალური მიმართულება

სლოვენია: 183 გლობალური მიმართულება

#10 ესტონეთი: 182 გლობალური მიმართულება

ისლანდია: 182 გლობალური მიმართულება