ისტორიაში პირველად, ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტში ქალები კაცებს სჭარბობენ

ისტორიაში პირველად, ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტში ქალები კაცებს სჭარბობენ

ახალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ, ისტორიაში პირველად, ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტში ქალთა რაოდენობა მამაკაცებისაზე მეტია. გენდერული ბალანსი ქალების სასარგებლოდ მას შემდეგ „დაირღვა“, რაც ქვეყნის დაწყებითი და საშუალო განათლების მინისტრად დეპუტატი მარიელ პოლი დაინიშნა.

დეპუტატმა ქალმა თანამდებობაზე დენის ვიერსი ჩაანაცვლა, რომელმაც მინისტრის პოსტი თანამშრომლების დაშინებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო დატოვა.

ნიდერლანდების მთავრობაში განხეთქილება მას შემდეგ შეიქმნა, რაც თვის დასაწყისში ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით დებატები გაიხსნა. ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივმა პრემიერმა, მარკ რუტემ, გასულ კვირას განაცხადა, რომ ნოემბერში დანიშნული არჩევნების შემდეგ ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებიდან მალევე ის პოლიტიკას დატოვებს.

ამჟამად ჩამოყალიბებულ მინისტრთა კაბინეტს მოვალეობის დროებით შემსრულებელი დანიშნულება შემდეგი მთავრობის ჩამოყალიბებამდე ექნება.