შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა მეორე კვარტალში $15 მილიარდი იზარალა

შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა მეორე კვარტალში $15 მილიარდი იზარალა

შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში $15.14 მილიარდი იზარალა. მიუხედავად ამისა, ცენტრალურმა ბანკმა, Credit Suisse-სა და UBS-ისათვის გაცემული გადაუდებელი სესხების პროცენტიდან $1 მილიარდზე მეტის შემოსავალი მიიღო.

შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა საწყის ეტაპზე, Credit Suisse-ის დასახმარებლად დაახლოებით $193 მილიარდის სესხი გასცა, ხოლო UBS-ს მარტში, სახელმწიფოს, მის მიერ ორგანიზებული გარიგების ფარგლებში, კრიზისში მყოფი ბანკის შესყიდვაში დაეხმარა. სესხების ნახევარი, რომლის საპროცენტო განაკვეთი თითქმის 3%-ით აღემატება შვეიცარიის ეროვნული ბანკის პოლიტიკის განაკვეთებს, მარტში, კრიზის დაწყების შემდეგ დაიფარა.

ივნისის ბოლოსთვის დარჩენილი თანხა, რომელიც COVID-19-ის კრედიტების მცირე რაოდენობასაც მოიცავდა, შვეიცარიის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, $76 მილიარდს აჭარბებდა. გარდა ამისა, შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა, უვადო შენატანებზე საპროცენტო გადასახადის განახლების შემდეგ, ეროვნულ ვალუტაში 1.88 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი ($2.1 მილიარდი) იზარალა.

თუმცა საპროცენტო შემოსავალმა, ბოლო დროს, ცენტრალური ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ზარალი ნაწილობრივ შეამცირა. დამატებით კი შვეიცარიის ეროვნული ბანკი, სხვა ცენტრალური ბანკების მსგავსად, ინფლაციასთან გასამკლავებლად, საპროცენტო განაკვეთების ზრდას მიმართავდა.