იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $12 მილიარდს გადააჭარბა

იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $12 მილიარდს გადააჭარბა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ ექსპრეს-მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ამ მაჩვენებელმა 12.09 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემს 18%-ით აღემატება.

მათ შორის, იანვარ-ივლისში ექსპორტმა 3.57 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.7%-იან ზრდაზე მიანიშნებს. იმპორტმა კი 8.52 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 19%-იან წლიურ ზრდას გულისხმობს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, შესაბამისად, 4.94 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9%-ს შეადგენს.