23 აგვისტო, 2023- საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის პარტნიორი ბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს. ბანკის ეს მცდელობა არ დარჩენია ყურადღების მიღმა გავლენიან ბრიტანულ გამოცემას – Global Finance და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით მომხმარებლებისთვისა და კორპორაციებისთვის 2023 წლის საუკეთესო ციფრული ბანკების გამოვლენისას საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მუდმივი მცდელობა, შევქმნათ მომხმარებლის საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები, იმ არხში და იმ სივრცეში, სადაც ეს ჩვენს ბიზნესებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, დაფასდა და გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში საუკეთესო ბანკად დაგვასახელა. ეს ერთდროულად დიდი აღიარება და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მუდმივად ვუპასუხოთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს, გავამართლოთ მათი მოლოდინები და ვიყოთ მათთვის ერთგული ბიზნეს პარტნიორი. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლების უწყვეტ რეჟიმში არ იშურებენ დროსა და ენერგიას, რომ ჩვენს ბიზნესებს საუკეთესო ბიზნეს გამოცდილება შევთავაზოთ. ეს აღიარება სწორედ მათი დამსახურებაა და ასევე ჩვენი მომხმარებლების, რომლებიც გვირჩევენ ჩვენ და გვაძლევენ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, Global Finance 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. Global Finance ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოდან, საუკეთესო ფინანსურ კორპორაციებს გამოარჩევს და აჯილდოებს, რაც უკვე ათწლეულებია, ფინანსურ სამყაროში მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად იქცა. ამ სტანდარტით საუკეთესო შედეგები საქართველოს ბანკს არაერთხელ უჩვენებია, გამონაკლისი არც 2023 წელია.
დატოვე კომენტარი