Burger King-ს „ვოპერის“ ზომის გამო სასამართლო დავა ემუქრება

Burger King-ს „ვოპერის“ ზომის გამო სასამართლო დავა ემუქრება

სწრაფი კვების ქსელ Burger King-ს, ბურგერ „ვოპერის“ ზომის გამო სასამართლოში უჩივიან. მოსარჩელეები კომპანიას მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ედავებიან და ამტკიცებენ, რომ ბურგერი რესტორნის მენიუში უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია.

კომპანიის წინააღმდეგ შეტანილი ჯგუფური სარჩელის მიხედვით, მენიუში ასახული „ვოპერის“ ზომა 35%-ით უფრო დიდია, ხორცისა და სხვა ინგრედიენტების გაზრდილი მოცულობის ხარჯზე, ვიდრე სინამდვილეში. Burger King-ის განცხადებით, მოსარჩელეთა პრეტენზიები სიცრუეა და არ არსებობს მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, რომ ბურგერები „ზუსტად ჰგავდეს გამოსახულებას“, რომელიც მენიუშია მოცემული.

„ცეცხლზე შემწვარი ძროხის ხორცის კატლეტები, რომლებიც ჩვენს რეკლამაშია ნაჩვენები, ზუსტად იგივეა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით, „ვოპერის“ მილიონობით ბურგერში გამოიყენება“, – აღნიშნა Burger King-ის სპიკერმა განჩინების გამოცხადების შემდეგ.

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, Burger King-ის მოთხოვნა, უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე, არ დააკმაყოფილა. როი ოლტმანმა გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულებს ანდო, თუმცა უარყო ბრალდება, რომ Burger King-მა სატელევიზიო და ონლაინ რეკლამებით მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბრალდებების სამიზნე სხვა კომპანიებიც გახდნენ. მაგალითად, ამ თვის დასაწყისში, აშშ-ში Taco Bell-ის წინააღმდეგად შეიტანეს სარჩელი. ბრალმდებელთა განცხადებით, ქსელის მიერ გაყიდული პიცებისა და შეფუთვების ზომა, რეკლამირებულზე ორჯერ ნაკლები იყო.

გასულ წელს კი, ნიუ-იორკში ჯგუფური სარჩელი შეიტანეს McDonald’s-ისა და Wendy’s-ის წინააღმდეგ. კომპანიებს უსამართლო და შეცდომაში შემყვან სავაჭრო პრაქტიკაში სდებდნენ ბრალს, რადგან მათი ბურგერები, მარკეტინგულ მასალებში, რეალურთან შედარებით მინიმუმ 15%-ით დიდი ჩანდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *