კეტი პერიმ მუსიკალურ კატალოგზე უფლებები $225 მილიონად გაყიდა

კეტი პერიმ მუსიკალურ კატალოგზე უფლებები $225 მილიონად გაყიდა

ამერიკელმა მომღერალმა კეტი პერიმ საკუთარ მუსიკალურ კატალოგზე უფლებები Litmus Music-ს მიჰყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების ღირებულება $225 მილიონია. ხელშეკრულება მოიცავს პერის წილებს გენერალურ ჩანაწერებში და გამომცემლობით უფლებებს 2008-2020 წლებში გამოშვებული ალბომებისთვის: “One of the Boys”, “Teenage Dream”, “Prism”, “Witness” და “Smile”.

გარიგების პირობებით, აღნიშნულ ალბომებზე საკუთრების უფლებებს კვლავ Universal Music Group-ი შეინარჩუნებს. თავად Litmus-ი 2022 წლის ზაფხულში დაარსდა და პირველი მნიშვნელოვანი შესყიდვა იმავე წლის დეკემბერში განახორციელა, როდესაც კიტ ურბანის მუსიკალურ კატალოგზე უფლებები შეიძინა. კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჰენკ ფორსაიტმა პერის სიმღერებს „კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი უწოდა“, თავად მომღერალს კი სანდო პარტნიორი და მადლიერება გამოთქვა მასთან მუშაობის ხელახალი შესაძლებლობისთვის.

Litmus Music-ის მხარდამჭერმა კომპანია Carlyle Global Credit-მა, პერისთან პარტნიორობისთვის, მისი „საკრედიტო შესაძლებლობების“ სტრატეგიიდან ინვესტიცია გაიღო. Carlyle-ის გენერალურმა დირექტორმა მეტ სეტლმა გარიგება სამომავლოდ მსოფლიოს სხვა წამყვან არტისტებთან პარტნიორობისთვის, გუნდის შესაძლებლობების ერთგვარ გამოცდად შეაფასა.

საერთო ჯამში, Carlyle-მა 2018 წლის შემდეგ, სპორტულ, მედია- და გასართობ მიმართულებებში $3 მილიარდზე მეტი დააბანდა. Carlyle Global Credit-ი პარტნიორებისა და ხელოვანებისთვის ინდივიდუალური ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.