ინდუსტრიები, რომლებიც ნახშირორჟანგს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოყოფენ

ინდუსტრიები, რომლებიც ნახშირორჟანგს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოყოფენ

ნახშირორჟანგის გამოყოფა კლიმატის ცვლილების გამომწვევი უმთავრესი მიზეზია. მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ მისი ემისიის შესამცირებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან და შესაბამისი შეზღუდვები შემოიღონ. თუმცა პრობლემის მოგვარების გზა ჯერჯერობით მკაფიოდ არ ჩანს. ცალკეული ინდუსტრიების შეზღუდვა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მას უფრო კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება. ამისათვის კი თავდაპირველად იმ ინდუსტრიების იდენტიფიცირებაა საჭირო, რომლებიც ნახშირორჟანგს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოყოფენ. სტატიაში სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.

სტატისტიკა S&P Global Inc.-ის მონაცემებზეა დაფუძნებული და შედარებისთვის პირველადი მასშტაბის ემისიების საშუალო ინტენსივობას სექტორების მიხედვით მიმოიხილავს. დასაწყისისთვის კი განვმარტოთ, რას ნიშნავს პირველადი მასშტაბის გამონაბოლქვი. პირველადი მასშტაბის ემისია გახლავთ სათბური აირების ემისია, რომლის გამოყოფის წყაროც კომპანიების მფლობელობაში ან კონტროლქვეშ მყოფი ობიექტებია. ასეთები შეიძლება იყოს საწარმოები ან ავტომობილები.

პირველადი მასშტაბის ემისიები კომპანიების ეკომეგობრული მიდგომების ყველაზე მკაფიო მაჩვენებელია, რაც ყველაზე უკეთ განმარტავს, თუ რა რაოდენობის გამონაბოლქვი გამოიყოფა კომპანიის მიერ წარმოებულ ერთეულ პროდუქტზე, იქნება ეს ფიზიკური პროდუქტი, ციფრული პროგრამა თუ სერვისი.

S&P Global-ის მონაცემებით, 2019-2020 წლებში ყველაზე დიდი რაოდენობით ემისიები კომუნალურ ინდუსტრიაზე მოდიოდა. ყოველ მიღებულ $1 მილიონ შემოსავალზე, კომპანიები კომუნალური მოხმარების სახით 2,634 ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფდნენ. იმავე მაჩვენებლით მეორე ყველაზე მსხვილი ინდუსტრია სამშენებლო და ქიმიური მასალების, მეტალებისა და შესაფუთი მასალების სექტორია. ამ სექტორში კომპანიები ყოველ მიღებულ $1 მილიონ შემოსავალზე 918 ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფენ. ენერგეტიკის ინდუსტრია ამ მხრივ მესამე ყველაზე დიდი სექტორია. ნავთობისა და ბუნებრივი აირის აღმოჩენა, მოპოვება და წარმოება ყოველ მიღებულ $1 მილიონ შემოსავალზე 571 ტონა ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ინდუსტრიაინდუსტრიის აღწერაპირველადი მასშტაბის ემისიები ყოველ $1 მლნ შემოსავალზე, 2019-2020
კომუნალურიელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი2,634 ტონა
მასალებიქიმიური და სამშენებლო ნივთიერებები, მეტალები, შესაფუთი მასალები918 ტონა
ენერგეტიკანავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება571 ტონა
სამრეწველოკომერციული მომსახურება, ტრანსპორტი194 ტონა
სამომხმარებლო პროდუქტებისაკვები, საყოფაცხოვრებო ნივთები90 ტონა
სამომხმარებლო დისკრეციული სექტორიავტომობილები, ტანსაცმელი, საცალო ვაჭრობა33 ტონა
უძრავი ქონებაუძრავი ქონების მენეჯმენტი31 ტონა
ინფორმაციული ტექნოლოგიებიპროგრამული უზრუნველყოფა, ნახევარგამტარები24 ტონა
ფინანსური სექტორიბანკები და სადაზღვევო სექტორი19 ტონა
საკომუნიკაციო სერვისებიტელეკომუნიკაცია, მედია, გართობა9 ტონა