ქვეყნების რეიტინგი ალმასის მოპოვების მიხედვით

ქვეყნების რეიტინგი ალმასის მოპოვების მიხედვით

დღესდღეობით, გლობალურად, მათივე ტერიტორიებზე არსებული საბადოებიდან ალმასს, ჯამში მხოლოდ 22 სახელმწიფო მოიპოვებს. საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანიზაცია Kimberly Process-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა ალმასის წონისა და ღირებულების მიხედვით, ძვირად ღირებული ქვის მომპოვებელი ქვეყნების რეიტინგი შეადგინა.

სახელმწიფოებს შორის, ალმასების მოპოვების მიხედვით, უდავო ლიდერი რუსეთია, რომელმაც გასულ წელს 42 მილიონი კარატი ალმასი მოიპოვა – თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე რეიტინგის მეორე ადგილზე მყოფმა ბოტსვანამ. ეს უკანასკნელი პოზიციას 28.4 მილიონი კარატი ალმასით იკავებს, სამეულს კი კანადა ასრულებს, 2022 წელს მოპოვებული 16.2 მილიონი კარატი ალმასით. როგორც რესურსების უმეტესობის, მათ შორის ნავთობის, ოქროსა და ურანის შემთხვევაში, ალმასის მოპოვებაც გეოგრაფიულად არათანაბრად ნაწილდება. ალმასის მომპოვებელ ტოპ-10 ქვეყანას 2022 წლის მოპოვების დაახლოებით 99.2% უკავია.

თუმცა მოპოვებული კარატის რაოდენობა სულაც არ ნიშნავს ალმასის უფრო მაღალ ღირებულებას. მასზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოჭრა, ფერი და გამჭვირვალობა. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ბოტსვანამ 59%-ით უფრო ნაკლები წონის ალმასი მოიპოვა, ვიდრე რუსეთმა, მისი სავაჭრო ღირებულება დაახლოებით $5 მილიარდს უტოლდებოდა, 1.5-ჯერ მეტს, ვიდრე რუსეთის შემთხვევაში. კიდევ ერთი მაგალითი ანგოლაა, რომელიც მეექვსე ადგილზეა ალმასის მოპოვებით, თუმცა ღირებულების გათვალისწინებით, მესამე პოზიციას იკავებს.

ორივე ქვეყანა (ისევე, როგორც სამხრეთი აფრიკა, კანადა და ნამიბია) ძვირფასი ქვის ხარისხის ალმასს მოიპოვებს, განსხვავებით რუსეთისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისგან, სადაც ალმასი ძირითადად სამრეწველო გამოყენებისთვის მოიპოვება.

გასაკვირი არაა, რომ აფრიკა, ალმასის უმსხვილესი მომპოვებელი რეგიონი, წონის მიხედვით გლობალური მოპოვების 51%-ით, ხოლო ღირებულების მიხედვით, 66.4%-ით. მეორე ადგილზეა ევროპა, ალმასის მოპოვების 34.9%-ითა, და ღირებულების 32.9%-ით, შემდეგ კი მოდის ჩრდილოეთი ამერიკა – შესაბამისად, 13.5%-ითა და 52.8%-ით.

თუმცა აფრიკაში ალმასის მოპოვება შედარებით ახალი ფენომენია და მხოლოდ 200 წელს ითვლის. ალმასები ჯერ კიდევ 2,000 წლის წინ ინდოეთში აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი დასავლეთ ეგვიპტესა და რომის იმპერიაში გავრცელდა. ალმასების მოპოვება ფართო მასშტაბებით მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის დაიწყო ჯერ სამხრეთ აფრიკაში, ათწლეულების შემდეგ კი აფრიკის სხვა ქვეყნებში. 1889-1959 წლებში მხოლოდ აფრიკა მსოფლიოს ალმასების 98%-ს მოიპოვებდა.

ალმასების მოპოვება კარატების მიხედვით (2022 წელი):

  1. რუსეთი – 41,923,910 კარატი
  2. ბოტსვანა – 24,752,967 კარატი
  3. კანადა – 16,249,218 კარატი
  4. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 9,908,998 კარატი
  5. სამხრეთი აფრიკა – 9,660,233 კარატი
  6. ანგოლა – 8,763,309 კარატი
  7. ზიმბაბვე – 4,461,450 კარატი
  8. ნამიბია – 2,054,227 კარატი
  9. ლესოთო – 727,737 კარატი
  10. სიერა-ლეონე – 688,970 კარატი
  11. ტანზანია – 375,533 კარატი

ალმასების მოპოვება ღირებულების მიხედვით (2022 წელი):

  1. ბოტსვანა – $4.975 მილიარდი
  2. რუსეთი – $3.553 მილიარდი
  3. ანგოლა – $1.965 მილიარდი
  4. კანადა – $1.877 მილიარდი
  5. სამხრეთი აფრიკა – $1.538 მილიარდი
  6. ნამიბია – $1.234 მილიარდი
  7. ზიმბაბვე – $424 მილიონი
  8. ლესოთო – $314 მილიონი
  9. სიერა-ლეონე – $143 მილიონი
  10. ტანზანია – $110 მილიონი
  11. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – $65 მილიონი