Forbes 400: ტექნოლოგიური სფეროს უმდიდრესი ადამიანები

Forbes 400: ტექნოლოგიური სფეროს უმდიდრესი ადამიანები

ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის სია გამოაქვეყნა. მასში მოწინავე პოზიციებს ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები იკავებენ. თუკი გასულ წელს Forbes 400-ის სიაში შემავალმა ტექმილიარდერებმა საპროცენტო განაკვეთების გაზრდისა და ბაზრის არასტაბილურობის გავლენით კოლექტიურად $315 მილიარდი დაკარგეს, წელს მათ ამ დანაკლისის შევსება კვლავ შეძლეს.

2023 წლის Forbes 400-ის სიაში შემავალმა ტექმაგნატებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2022 წლის შემოდგომიდან 300 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა ქონება დააგროვეს, ძირითადად, ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორების ენთუზიაზმის ზრდის წყალობით. მთლიანობაში, ტექნოლოგიური სფეროს წყალობით ქონება სიის 69 წევრმა გამოიმუშავა. შედარებისთვის, გასულ წელს ეს რიცხვი 65-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მათი სამ მეოთხედზე მეტი ახლა უფრო მდიდარია, ვიდრე 2022 წელს იყო.

ხელოვნური ინტელექტის მიმართ ოპტიმიზმმა ბაზრებზე ვითარება ისე შეცვალა, როგორც ინტერნეტმა 1990-იან წლებში და ღრუბლოვანმა ტექნოლოგიებმა 2010-იანებში. ტექნოლოგიური გიგანტების, მათ შორის Oracle-ის, Alphabet-ის, Meta-ს, Amazon-ის, Microsoft-ისა და Dell-ის აქციების ფასის მატებამ, თავის მხრივ, მათი ლიდერების ქონების წმინდა ღირებულება გაზარდა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ოთხი ადამიანი – Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი, Meta-ს თანადამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Nvidia-ს თანადამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი და Dell Technologies-ის დამფუძნებელი მაიკლ დელი – ახლა კოლექტიურად 155 მილიარდი აშშ დოლარით უფრო მდიდარია.

AI-ის მიმართ ინტერესის ზრდას ყველაზე კარგად ჰუანგის Nvidia, გრაფიკული ჩიპების გიგანტი აჩვენებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სისტემების უმრავლესობას ამარაგებს. კომპანიის აქციების ღირებულება, გასული წლის შემოდგომის შემდეგ, 234%-ით გაიზარდა. შედეგად, მიმდინარე წლის ივნისში Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რას მისთვის ისტორიული მაჩვენებელია.

Nvidia-ს წარმატების წყალობით, კომპანიის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის წმინდა ქონება ზემოხსენებულ პერიოდში 216%-ით გაზიარდა, რაც ყველაზე დიდი პროცენტული ზრდაა Forbes 400-ის სიის წევრებს შორის. ამ ყოველივეს შედეგად კი, ჰუანგი პირველად მოხვდა ამერიკის 20 უმდიდრეს ადამიანს შორის. ის Forbes 400-ში მე-17 ადგილზეა, დაახლოებით $40.7-მილიარდიანი ქონებით. შედარებისთვის, Nvidia-ს CEO-ს ქონება ერთი წლის წინ მხოლოდ $12.9 მილიარდს შეადგენდა.

წარმოგიდგენთ ტექნოლოგიური სფეროს 10 მილიარდერს, რომელთა ქონებაც გასული ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა:

(შენიშვნა: შედარება ხდება 2022 წლის 2 სექტემბრიდან 2023 წლის 8 სექტემბრამდე ნაჩვენები მონაცემების მიხედვით)

ლარი ელისონი

ქონება: $158 მილიარდი

ცვლილება: +$57 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Oracle

მარკ ცუკერბერგი

ქონება: $106 მილიარდი

ცვლილება: +$48.3 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Facebook

ჯენსენ ჰუანგი

ქონება: $40.7 მილიარდი

ცვლილება: +$27.8 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Nvidia

მაიკლ დელი

ქონება: $71.5 მილიარდი

ცვლილება: +$21.5 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Dell Technologies

ლარი პეიჯი

ქონება: $114 მილიარდი

ცვლილება: +$21 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Google

სერგეი ბრინი

ქონება: $110 მილიარდი

ცვლილება: +$21 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Google

სტივ ბალმერი

ქონება: $101 მილიარდი

ცვლილება: +$18 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Microsoft

ჯეფ ბეზოსი

ქონება: $161 მილიარდი

ცვლილება: +$10 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Amazon

რიკ კოჰენი (Rick Cohen & family)

ქონება: $16.2 მილიარდი

ცვლილება: +$8.6 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Symbotic

ბილ გეიტსი

ქონება: $111 მილიარდი

ცვლილება: +$5 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Microsoft