გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის €1-მილიარდიან პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის €1-მილიარდიან პაკეტს გადასცემს

ზამთრისთვის გერმანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას კიდევ უფრო შეეცდება და ომში მყოფ ქვეყანას, სამხედრო აღჭურვილობის დაპირებულ პაკეტს მიაწვდის. უკრაინისთვის განკუთვნილი საჰაერო თავდაცვის პაკეტის ღირებულება €1 მილიარდია და მოიცავს Patriot-ის სისტემებსაც, რომელიც ქვეყანას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაზე დაყრდნობით, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა, მიმდინარე თვეშივე, მართვად რაკეტებთან ერთად უკრაინას ორ დაპირებულ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემასაც გადასცემს. ამავდოურად კი, სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცემა, მოიცავს დამატებით ათ Leopard A1 საბრძოლო ტანკს, სამ Gepard-ის თვითმავალ საზენიტო იარაღსა და ტყვია-წამლის მარაგს.

„ახალი „ზამთრის პაკეტით“ ჩვენ კიდევ უფრო ვზრდით უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მზადყოფნას“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ოთხშაბათს, ბრიუსელში, ნატოს წევრ კოლეგებთან შეხვედრისას.

გერმანია ევროპაში უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს მხარდამჭერად რჩება, რომელიც ქვეყანას მილიარდობით ევროს ოდენობით ფინანსურ, ჰუმანიტარულ თუ სამხედრო დახმარებას აწვდის. ომში მყოფ სახელმწიფოს გერმანიამ უკვე გადასცა ჯავშნიანი ქვეითი საბრძოლო მანქანები, Leopard-ის საბრძოლო ტანკები და თვითმავალი ჰაუბიცები.