გამოვიდა Forbes Georgia-ს 2023 წლის ოქტომბრის ნომერი.
ყდაზე: სწრაფვა ახალი სიმაღლეებისკენ
სანდრო თავხელიძისა და დათა და გიორგი ფოცხვერიების ახალგაზრდა გუნდმა უჩვეულოდ მოკლე დროში შექმნა კონგლომერატი, რომელიც ისევე მრავალფეროვანია, როგორც წარმატებული. მათი კომპანიის ერთ-ერთი პროექტის – „იდეა პანორამის“ ჯამური ინვესტიცია 100 მილიონ ლარზე მეტია.
მოსაზრება და ფაქტები
Panta Rhei — Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის, შოთა დიღმელაშვილის საავტორო სვეტი
„ეს ჩემი პირველი სვეტია მთავარი რედაქტორის რანგში და ურიგო არ იქნება, თუ მას დავიწყებ აზრით, რომელსაც ჰერაკლიტეს მიაწერენ: ცვლილება არის ერთადერთი, რაც უცვლელია. ეს ფრაზა რელევანტურია როგორც Forbes Georgia-სთვის, ისე (და შესაძლოა, უფრო მეტად) ქვეყნისა და საერთაშორისო წესრიგისთვის.“
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები
2021 წლის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების მოცულობამ 985.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017-21 წლებში, წლიურად საშუალოდ 804.7 მლნ ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 0.9% იყო. შედარებისთვის, ამავე პერიოდში კომერციული ბანკების აქტივები მშპ-ის საშუალოდ 56.2%-ს შეადგენს.
რომელი სსიპ-ები ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სახელწიფო სექტორში 308 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც საერთო დასაქმების 24%-ია. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ) და სახელმწიფოს დაარსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ა(ა)იპ) მუშაობენ.
ჩინეთ-საქართველოს ცალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ | ავტორი: გიორგი ცხადაია
„სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმდენად არის დაინტერესებული დასავლეთთან არაჯანსაღი ოპონირებით და საკუთარი ავტორიტარული მიდრეკილებების შენარჩუნებით, რომ მას დიდად არ ანაღვლებს ის, თუ რამდენად ასიმეტრიულ დამოკიდებულებაში შევალთ ჩინეთთან. ასეთი დიპლომატიური ჩავარდნები კი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციებს კიდევ უფრო მეტად ასუსტებს.“
უხილავი აზრი, ანუ „რის თქმა სურდა ავტორს“, ეკონომისტებისთვის | ავტორი: გიორგი ბაქრაძე
„მეტაფორების ძალა, განსაკუთრებით დღევანდელ სამყაროში, უდავოა. მაგრამ უხილავი ხელი (რომელსაც, აწი, ბრჭყალების გარეშე დავწერ) სხვა ნებისმიერ ეკონომიკურ მეტაფორაზე გაცილებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ეს მით უფრო გასაკვირია, რაკიღა არც თავად სმიტი და არც ეკონომისტები, სმიტის შემდეგ დაახლოებით 170 წლის განმავლობაში, რაიმე დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ ამ, შექსპირისგან ნასესხებ, სიტყვებს.“
რატომ აღარ მოიხმარს საქართველო იმპორტირებულ ელექტროენერგიას? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
„მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის ეფექტიანად მოხმარების ტექნოლოგიებიც ვითარდება, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მაინც მზარდია. საქართველოში ენერგოეფექტიანობის პრობლემაც სერიოზულად დგას, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის შემთხვევაშიც კი, გრძელვადიან პერიოდში, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მზარდი იქნება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ტენდენციებია ენერგეტიკის სექტორში.“
მიზნობრივი ინფლაცია გადასახედია | ავტორი: ეგნატე შამუგია
„ფასების სტაბილურობა მნიშვნელოვანია. დაბალი და სტაბილური ინფლაცია გარემოს მეტად განჭვრეტადს ხდის, ეროვნული ბანკის სანდოობას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ადამიანების მიერ გაცვლასა და დაზოგვაში ეროვნული ვალუტის გამოყენება ნაკლებად რისკიანია. ამისათვის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გადახედვა აუცილებელია. უფრო სწორად, ამ უკანასკნელის შემცირება. სწორედ მაშინ, როცა შემცირებისთვის სათანადო გარემოა.“
სემეკი – მელიორაციის მარეგულირებელი | ავტორი: დავით ნარმანია
„საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სემეკს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებთან ერთად, მელიორაცია/ირიგაციის რეგულირება დაევალა. შესაბამისად, მარეგულირებელი კომისია უზრუნველყოფს როგორც სექტორის მონაწილეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებას, ასევე განსაზღვრავს სატარიფო პოლიტიკასაც.“
50 50-ს გადაცილებული — Forbes-ის რეიტინგი | მის პატის ნამცხვრები
79 წლის ᲞᲐᲢᲘ ᲚᲐᲑᲔᲚᲘ არ უსაქმურობს თავისი საავტორო შემოსავლების მიუხედავად. ის თავის მუსიკალურ შემოსავალს PATTI’S GOOD LIFE-ის განვითარებისთვის იყენებს, რომლის ტკბილი კარტოფილის ღვეზელები და Mac n’cheese-ი დღეს Walmart-ის ბესტსელერებია.
სტაბილური გენიოსები |
როგორ გავმდიდრდეთ კრიპტოვალუტით? $83 მილიარდის უკან მდგარმა Tether-ის მენეჯმენტის ფარულმა გუნდმა, ფაქტობრივად, გამოადნო თავისი ქონება.
ინტერვიუ და პროფილი
სწრაფვა ახალი სიმაღლეებისკენ | ავტორი: ნაზი თაფლაძე
სანდრო თავხელიძის, დათა და გიორგი ფოცხვერიების კომპანია – „ოქსონ სოლუშენსი“ დეველოპმენტის, მშენებლობისა და აგროინდუსტრიის დივერსიფიცირებულ პორტფოლიოს მოიცავს. ახალგაზრდა დამფუძნებლების კომპანიების სწრაფ ზრდას ხედვებისა და გადაწყვეტილებების ბაზრის ანალიტიკაზე დაფუძნება განაპირობებს.
განათლების მხარდამჭერი | ავტორი: იზა გვარამაძე
საქართველოს ბანკი განათლების ხელშემწყობ ინიციატივებს წლებია, აქტიურად უჭერს მხარს. ამაზე მისი პორტფოლიოც მეტყველებს, რომელიც 40-ზე მეტ პროექტსა და 120,000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. განხორციელებულ პროექტებზე Forbes Georgia-ს საქართველოს ბანკის CSR-მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე ესაუბრა, ხოლო ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში ბანკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს 10-წლიანი პარტნიორობა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა შეაფასა.
25 წელი ერთ გზაზე | ავტორი: იზა გვარამაძე
25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამჟამად კავკასიის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერის, „თეგეტასა“ და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საბურავების მწარმოებელი ბრენდის „ბრიჯსტოუნის“ გზები გადაიკვეთა. 500 ერთეული საბურავის შეკვეთით დაწყებული თანამშრომლობა დღეს მთლიანობაში მილიონამდე რეალიზებულ პროდუქტს ითვლის.
მრავალფეროვანი წამოწყებები | ავტორი: ნაზი თაფლაძე
„ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“ პირველი საოჯახო მარანია, რომელმაც საქართველოში ღვინის ჩამოსხმა და გაყიდვა დაიწყო. ეს 2002 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც ზურაბ კვირიაშვილი აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა. მარანი დღეს 7,500 ბოთლ ბიოღვინოს აწარმოებს და ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს მასპინძლობს. ზურაბ კვირიაშვილი ახლა სასტუმროს მოწყობას ასრულებს, გერმის ამოქმედებასა და ღვინის წარმოების გასამმაგებას გეგმავს. თუმცა ღვინო და ტურიზმი მისი ინტერესის ერთადერთი სფერო არ არის – ის საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასაც უძღვებს.
საქართველოს ტექნოლოგიური სახე მსოფლიოში| ავტორი: სალომე პაპალაშვილი
HT Solutions-ი, ლიდერი კომპანია ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში, ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. კომპანია ციფრული განვითარების ჭრილში ინოვაციების დანერგვასა და ორგანიზაციების გარდაქმნას ისახავს მიზნად და ინდუსტრიაში ახალი, ყოვლისმომცველი სერვისები და გადაწყვეტილებები შემოაქვს. HT Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გვაზავა ITინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და ტრენდებს მიმოიხილავს.
ჯადოქარი | ავტორი: ალექს კონრადი
ღრუბლოვანი უსაფრთხოების გამორჩეული Wiz-ი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპია, $200 მილიონის გაყიდვებითა და სულ რაღაც სამ წელიწადში $10 მილიარდის შეფასებით. მაგრამ აღმასრულებელი დირექტორი, ახალი მილიარდერი, ასაფ რაპაპორტი, ულტრააგრესიული მიდგომით ცეცხლოვან კვალს ტოვებს.
რინგის ოსტატი | ავტორი: ჯასტინ ბირნბაუმი
თავისი წონითი კატეგორიის მიღმა შეტევით, Matchroom-ის თავხედი პრომოუტერი ედი ჰერნი კრივს აღორძინებს და ირგებს სპორტის უახლესი გმირისა და ანტაგონისტის როლს.
აღმოაჩინე დუბაის ხიბლი | ავტორი: დავით ცირამუა
„მეთევზეთა პატარა სოფლიდან მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მეგაპოლისად ტრანსფორმაცია ბევრისთვის შთამბეჭდავი ისტორიაა. თუმცა დუბაის ისტორიაზე არანაკლებ შთამბეჭდავია მომავლის ხედვა, რომელიც შესაძლებლობებისა და ინოვაციების იდეალური ნაზავია.“
ისტორია
ბერძენი კოლონისტები შავ ზღვაში: კოლხეთი ანტიკურ სავაჭრო სისტემაში | ავტორი: ნიკა ხოფერია
„ოქრომრავალ კოლხეთზე“ ლეგენდები ძველ საბერძნეთში ჯერ კიდევ დიდი კოლონიზაციის დაწყებამდე, ძვ.წ. VIII საუკუნემდე არსებობდა. მას შემდეგ, რაც ბერძნებმა შავი ზღვის ათვისება დაიწყეს, კოლხეთს უფრო ახლოს გაეცნნენ, კოლონიები, ფაქტორიები დააარსეს, ადგილობრივ ტომებთან ვაჭრობა დაიწყეს. კოლხეთი იქცა ბერძნული სამყაროს აღმოსავლეთ ფორპოსტად და საზღვრად აზიის დიდ ცივილიზაციებთან.
Comments are closed.