ქლაუდ-სერვისების $1-მილიარდიანი შეთანხმებით Amazon-ი Microsoft-ის მომხმარებელი გახდება

ქლაუდ-სერვისების $1-მილიარდიანი შეთანხმებით Amazon-ი Microsoft-ის მომხმარებელი გახდება

ახალი ამბების სააგენტო Insider-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Amazon.com-ი Microsoft-ის მომხმარებელი გახდება. არსებული ინფორმაციით, $1-მილიარდიანი შეთანხმების შემდეგ, Microsoft-ი Amazon-ს საკუთარ „365“ ქლაუდ-პროდუქტს მიაწვდის. როგორც ირკვევა, საუბარია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 1 მილიონი ლიცენზიის შეძენაზე.

გარიგების შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან მხარეები ჯერჯერობით თავს იკავებენ. სიახლის გავრცელების შემდეგ, Microsoft-ის აქციათა ფასი სავაჭრო დღის ბოლოს 1%-ით გაიზარდა.

Amazon-ი საკუთარი სისტემების განახლებას ნოემბრიდან დაიწყებს. შეგახსენებთ, ამჟამად კომპანია Microsoft-ის Office-პროდუქტებს იყენებს.