აზერბაიჯანმა სომხეთის სახმელეთო დერეფნის გეგმაზე უარი თქვა | განიხილება ირანთან თანამშრომლობა

აზერბაიჯანმა სომხეთის სახმელეთო დერეფნის გეგმაზე უარი თქვა | განიხილება ირანთან თანამშრომლობა

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ალიევის მთავარი მრჩევლის, ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე სომხეთის გავლით აზერბაიჯანულ ანკლავ ნახიჩევანამდე კორიდორის შექმნით დაინტერესებული აღარ არის. ამის ნაცვლად კი, დერეფნის ირანთან თანამშრომლობით გაკეთება განიხილება.

ირანის საშუალებით პოტენციური დერეფნის მარშრუტის შექმნამ შესაძლოა შედარებით განმუხტოს დაძაბულობა სამხრეთ სომხეთის გარშემო, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ისტორიულად აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს. ცნობისთვის, ირანი გეოგრაფიულად ორივე ქვეყანას ესაზღვრება.

„მას შემდეგ, რაც მხარეებმა ზანგურის დერეფნის გახსნაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, საკითხმა აზერბაიჯანისთვის მიმზიდველობა დაკარგა – დერეფნის შექმნა ჩვენ ირანთან ერთადაც შეგვიძლია“, – განაცხადა ალიევის მრჩეველმა.

მსგავსი დერეფნის შექმნას ეწინააღმდეგებოდა სომხეთი, რადგან თვლიდა, რომ შემდგომში, ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა კვლავ მოუწევდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სექტემბერში მცირე პერიოდში დაიკავა მთიანი ყარაბაღის რეგიონი.

მიუხედავად საერთაშორისო დონეზე აზერბაიჯანულ ტერიტორიად აღიარებისა, 1990-იანებში საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგ, მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხების კონტროლის ქვეშ იყო. აზერბაიჯანის შეტევამ რეგიონში მცხოვრები თითქმის ყველა, 120,000 ეთნიკური სომხის სომხეთში გადასვლა გამოიწვია.

გასულ კვირებში აზერბაიჯანმა სამხრეთ სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის შექმნის თაობაზე თავისი დიდი ხნის მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა, რათა ჩაერთოს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომელიც მიზნად ისახავს ბაქოსა და ერევანს შორის სამი ათწლეულის კონფლიქტის დასრულებას.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბაქოს მიერ ყარაბაღის დაბრუნების საკითხის განსახილველად ერთმანეთს პირველად კვირას შეხვდნენ. შეხვედრას თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ.