Disney Hulu-ს სტრიმინგსერვისზე სრულ მფლობელობას აიღებს

Disney Hulu-ს სტრიმინგსერვისზე სრულ მფლობელობას აიღებს

Disney-იმ კომპანიის სამომავლო გეგმები განაცხადა, რომლებიც Comcast-სგან სტრიმინგსერვის Hulu-ს დარჩენილი 33%-იანი წილის შეძენით, პლატფორმაზე მფლობელობის სრულად აღებას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, Comcast-ის NBCUniversal-ი, პირველი დეკემბრისთვის, Disney-სგან სტრიმინგსერვისის წილისთვის დაახლოებით $8.6 მილიარდს მიიღებს. თუმცა შესყიდვის გარიგება, Hulu-ს საბოლოო ღირებულების დასადგენად, შეფასების პროცესს გადის, რომლის შემდგომაც Disney-ის შესაძლოა სტრიმინგპლატფორმის აქციებისთვის უფრო მეტის გადახდაც მოუწიოს. 30 სექტემბრის მდგომარეობით, სტრიმინგპლატფორმის ღირებულება $27.5 მილიარდს უტოლდება.

მაისში, Disney-ის შემოსავლების გამოქვეყნებისას, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა განაცხადა, რომ მომხმარებელთათვის „ერთი აპლიკაციის გამოცდილების“ შეთავაზება იგეგმებოდა, რომელიც Disney+-ის საშუალებით, მათ მფლობელობაში არსებულ Hulu-ს კონტენტსაც მოიცავდა. თუმცა იმ დროს აიგერს Hulu-სა და Disney+-ის სტრიმინგპლატფორმების გაერთიანებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

Forbes-ის მონაცემებით, გასული წლის ბოლოსთვის Hulu-ს გამომწერთა რიცხვი 48 მილიონს აღწევდა. ამავე პერიოდისთვის, Disney+-ს სამჯერ მეტი, დაახლოებით 161.8 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.

Disney-იმ Hulu-ს აქციათა უმრავლესობა 2019 წელს, 21st Century Fox-ის შეძენის გზით მიიღო, თუმცა კომპანია შესყიდვამდე სტრიმინგსერვისის 30%-ს უკვე ფლობდა. პლატფორმაზე მფლობელობის სრულად ასაღებად, Disney-სა და Comcast-ს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ 2019 წელს შედგა, რომელიც NBCUniversal-ს ან Disney-ს გაყიდვის პროცესის 2024 წლის იანვარში დაწყების საშუალებას აძლევდა.