„ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობით „საბვეი“ საქართველოში 80 ახალ რესტორანს გახსნის

„ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობით „საბვეი“ საქართველოში 80 ახალ რესტორანს გახსნის

რესტორნების ინდუსტრიაში გლობალურ ლიდერ „საბვეისა“ და „ვისოლ ჯგუფს“ შორის ახალი, მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულება გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით „საბვეი“ ქსელის გაფართოებას და ადგილობრივი მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული სარესტორნო გამოცდილების შეთავაზებას გეგმავს. ცნობისთვის, „საბვეი“ 100-ზე მეტ ქვეყანაში, ჯამში 37,000-ზე მეტი რესტორნითაა წარმოდგენილი.

ხელშეკრულების პირობებით, „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში „საბვეის“ ობიექტების გაფართოებასა და ზედამხედველობაზე ექსკლუზიურ უფლებებს მიიღებს. უახლოეს წლებში „ვისოლ ჯგუფი“ ქვეყნის მასშტაბით 80 ახალ რესტორანს გახსნის. Subway-ის MAMCIP რეგიონის მმართველ კაგან სანლის გაცხადებით, ამერიკული კომპანია საერთაშორისო წვდომის გაფართოებაზე ზრუნავს, რისთვისაც კონკრეტულ რეგიონებში გამოცდილ პარტნიორებს ეძებს. „ვისოლ ჯგუფი“ ბაზარზე წამყვანი ბიზნესჯგუფია, რომელსაც კარგად ესმის ქართველი მომხმარებლის და იდეალური პარტნიორია ქვეყანაში „საბვეის“ ქსელის გასაფართოებლად“, – აღნიშნავს სანლი.

საქართველოში „საბვეის“, „ვენდისისა“ და „დანკინის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მშვილდაძის შეფასებით, „ვისოლ ჯგუფის“ ინვესტიცია დადებით გავლენას იქონიებს ადგილობრივ ეკონომიკაზე. მშვილდაძის განცხადებით, „საბვეის“ ბრენდის ღირებულებები თანხვდენილია ჩვენი ქვეყნის ფასეულობებთან, რაც ამ პარტნიორობას ორივე მხარისთვის ბუნებრივ გადაწყვეტილებად აქცევს.

„ვისოლ ჯგუფთან“ გაფორმებული შეთანხმება ამერიკული კომპანიის ტრანსფორმაციული მოგზაურობის ნაწილია, რაც ბრენდის ყველა ასპექტის გაძლიერებას და ქსელის გლობალური მასშტაბით გაფართოებას ითვალისწინებს. EMEA რეგიონში, „საბვეის“ მიზანი მომდევნო წლებში რესტორნების რაოდენობის გაორმაგებაა, რისთვისაც აქტიურად აგრძელებს პარტნიორების მოძიებას.