ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ძიუდოს კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ქართველი ძიუდოისტი ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე PSG-ის ღირსებას დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ ლაშასთან ერთად „პარი სენ-ჟერმენის“ ძიუდოს კლუბს არაერთი ტიტულის მფლობელი ფრანგი ძიუდოისტი, ტედი რინერი წარმოადგენს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბის სახელით კიდევ ერთი ქართველი, ლუკა მხეიძე იასპარეზებს.
ლაშა ბექაურს აღნიშნულ ტურნირზე წარმატებისთვის უკვე აქვს მიღწეული. შეგახსენებთ, ქართველი ძიუდოისტი გასულ წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატს სერბეთის დედაქალაქი, ბელგრადი უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიება 9-10 დეკემბერს გაიმართება.