რამდენი მოსწავლე და მასწავლებელია საქართველოში?

რამდენი მოსწავლე და მასწავლებელია საქართველოში?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2,296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებება (სკოლა) იყო, მათ შორის, 2,086 საჯარო, ხოლო 210 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთშია.

სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს სკოლებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2% გოგოა, ხოლო 51.8% – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.

2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1%-ით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0%-ით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9%-ით მეტია.

2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5%, ხოლო კაცების წილი 12.5%-ია.