G&T: იანვარ-ნოემბერში ტურიზმის შემოსავლები 22.4%-ით გაიზარდა

G&T: იანვარ-ნოემბერში ტურიზმის შემოსავლები 22.4%-ით გაიზარდა

Galt & Taggart-მა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2023 წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, მიგრაციის ეფექტის გარეშე, წლიურ ჭრილში 20.9%-ით გაიზარდა და 274 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერს, Galt & Taggart-ის შეფასებით, ამ პერიოდში ტურიზმის შემოსავლები წლიურ ჭრილში 22.4%-ით გაიზარდა 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, მთლიანობაში 2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 19%-ით გაიზრდება და 4.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დეკემბერში ტურიზმის შემოსავლებს დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარი დაემატება.

Galt & Taggart-ი ვარაუდობს, რომ 2024 წელს ტურიზმის შემოსავლების წლიური ზრდა 7%-ს მიაღწევს და 4.5 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.