ნოემბერში ფულადი გზავნილები 43.8%-ით შემცირდა

ნოემბერში ფულადი გზავნილები 43.8%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 292.7 მლნ აშშ დოლარი (792.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.8%-ით ნაკლებია 2022 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

ნოემბერშიც ყველაზე მეტი, 75.3 მლნ აშშ დოლარის გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა. წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან (316.1 მლნ აშშ დოლარი) შედარებით გზავნილები 76.2%-ითაა შემცირებული, მთლიან მოცულობაში კი რუსეთის წილი 25.7%-ია.

ამავდროულად, სებ-ის თანახმად, 2023 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.3 მლნ აშშ დოლარი (84.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ნოემბრის (31.4 მლნ აშშ დოლარი) მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია.

გადმომრიცხავი ქვეყნების სრული სია და ფულადი გზავნილების მოცულობა ასეთია:

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი