ბარაკ ობამას რჩეული 15 წიგნი 2023 წელს

ბარაკ ობამას რჩეული 15 წიგნი 2023 წელს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ტრადიციისამებრ, მკითხველს წლის რჩეული წიგნები გაუზიარა. ჯამში 15 სათაური – მათ შორის თერთმეტი ახალი და ოთხი, მისი ზაფხულის რეკომენდაციებიდან – სხვადასხვა ჟანრს წარმოადგენს, მათ შორის მხატვრულს, ისტორიულსა და მემუარებსაც კი.

„თუ არდადეგების დროს ახალ წიგნს ეძებთ, ერთ-ერთი მათგანი სცადეთ. მათ შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ დამოუკიდებელ წიგნების მაღაზიებს ან მოიძიოთ ისინი ადგილობრივ ბიბლიოთეკაში“, – წერს ობამა. კიდევ ერთი გზა კი, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის რეკომენდებული წიგნების გასაცნობად აუდიოვერსიებია. Spotify-ის სტრიმინგ-სერვისის მომხმარებელს ობამას წლის რჩეულ ყველა წიგნზე აქვს წვდომა, გარდა სამისა, თანაც ყოველთვიური დამატებითი გადასახადის, $14.99-ის გარეშე.

Spotify Premium-გამოწერაში შედის შემდეგი წიგნები: ჯონათან ეიგის „მეფე: ცხოვრება“, აბრაჰამ ვერგეზეს „წყლის შეთანხმება“ და პოლ ჰარდინგის „ეს სხვა ედენი“.

ობამას მიერ 2023 წელს მოწონებული წიგნების სია, რომელთა მოსმენაც Spotify-ზე უფასოდაა შესაძლებელი, ასე გამოიყურება:

  • „ზეცისა და დედამიწის სასურსათო მაღაზია“ – ჯეიმს მაკბრაიდი

ხანგრძლივობა: 12 საათი და 21 წუთი

  • „მანიაკი“ – ბენჟამინ ლაბატუტი

ხანგრძლივობა: 9 საათი და 51 წუთი

  • „სიღარიბე, ამერიკის მიერ“ – მეთიუ დესმონდი

ხანგრძლივობა: 5 საათი და 40 წუთი

  • „როგორ ვთქვათ ბაბილონი: მემუარი“ – საფია სინკლერი

ხანგრძლივობა: 16 საათი და 46 წუთი

  • „სანაძლეო“ – დევიდ გრანი

ხანგრძლივობა: 8 საათი და 28 წუთი

  • „ჩიპების ომი“ – კრის მილერი

ხანგრძლივობა: 12 საათი და 38 წუთი

  • The Vaster Wilds – ლორენ გროფი

ხანგრძლივობა: 7 საათი და 5 წუთი

  • „ადამიანურად შესაძლებელი“ – სარა ბეიკველი

ხანგრძლივობა: 14 საათი და 27 წუთი

  • „საუკეთესო გონება“ – ჯონათან როზენი

ხანგრძლივობა: 16 საათი და 44 წუთი

  • „ყველა ცოდვილი სისხლისგან იცლება“ – შონ ანდრე კოსბი

ხანგრძლივობა: 13 საათი და 5 წუთი

  • „სამეფო, ძალაუფლება და დიდება“ – ტიმ ალბერტა

ხანგრძლივობა: 18 საათი და 15 წუთი

  • „ზოგიერთ ადამიანს მოკვლა სჭირდება“ – კორი უილსონი

ხანგრძლივობა: 11 საათი და 25 წუთი