დეკემბერში ფასები წლიურად 0.4%-ით გაიზარდა

დეკემბერში ფასები წლიურად 0.4%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა.

საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი დეკემბერში წლიურად 2%-ით გაიზარდა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9%-ით განისაზღვრა.

წყარო: საქსტატი

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7%);
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1%), პირადი ჰიგიენა (5.7%);
  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7%-იანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8%), პური და პურპროდუქტები (-8.0%), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3ვ%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1%). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3%);
  • ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8%-ით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9%). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6%).
წყარო: საქსტატი