რა გეგმები აქვს თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალ პრეზიდენტს?

რა გეგმები აქვს თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალ პრეზიდენტს?

თურქეთის ცენტრალური ბანკის პირველი პრეზიდენტი ქალი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების მიზეზი გაზრდილი ინფლაცია და გატარებულ ზომათა არაეფექტიანობა გახლდათ. ჰაფიზე გაიეს განმარტებით, ის თანამდებობას იმის გამო ტოვებს, რომ ოჯახი რეპუტაციული ზიანისგან დაიცვას.

თურქეთის ცენტრალურ ბანკს უკვე ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, ფათიჰ ქარაჰანი, რომელიც მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. ფათიჰ ქარაჰანის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, ის და მისი გუნდი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მანამდე შეინარჩუნებს, სანამ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ფათიჰ ქარაჰანის განმარტებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, თურქეთის ცენტრალური ბანკის მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და ინფლაციის შემცირება იქნება. სამიზნე მაჩვენებლებიდან ნებისმიერი სახის გადაცდომის შემთხვევაში, ქარაჰანი მის გუნდთან ერთად კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აანონსებს.

ფათიჰ ქარაჰანი პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ფლობს ეკონომიკის დარგში. მას ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკში ეკონომისტად 10-ზე მეტწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ფათიჰ ქარაჰანი 2022 წელს Amazon-ის მთავარი ეკონომისტის თანამდებობასაც იკავებდა.

თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ახალ თანამდებობაზე პირველად ანკარაში გამოჩნდება, სადაც მთვარობას წლის პირველ ინფლაციის ანგარიშს წარუდგენს.