გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის თებერვლის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:
ქართული ბიზნესის მავერიკი
ნავთობბიზნესში გამოწვევებით სავსე და წარმატებული სამი ათწლეულის შემდეგ ზაალ იაკობიძე ქალაქ ქუთაისში $100-მილიონიანი ინვესტიციისთვის ემზადება.
ავტობიზნესის ქართული ძრავა
ირაკლი გურჩიანმა Toyota-ს საქართველოთი დაინტერესება ოთხმოცდაათიანების ქაოსში მოახერხა. დაარსებიდან 27 წლის შემდეგ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კომპანიაა.
მოსაზრება და ფაქტები
მტაცებლების წინააღმდეგ | ავტორი: შოთა დიღმელაშვილი, მთავარი რედაქტორი
„საქართველოს ბევრი პარადოქსი ახასიათებს. ერთ-ერთი, ჩემთვის ამოუხსნელი, სოციალურ თემატიკაზე პროტესტის ნაკლებობაა, როცა მთელი დამოუკიდებელი ისტორიის მანძილზე არც უმუშევრობის, არც სიღარიბის მაჩვენებლებში 15%-ზე უკეთესი შედეგი არ დაგვიდია“
საქართველო და რეგიონი: კვლევა და განვითარება
„ბევრი ქვეყანა კერძო სექტორში კვლევისა და განვითარების წახალისების მიზნით, იყენებს ფისკალურ ინსტრუმენტებს. მაგალითად, ხშირად გამოყენებული მექანიზმებია საგადასახადო შეღავათები. ამგვარი შეღავათების ეკონომიკური გამართლება კერძო სექტორში კვლევისა და განვითარების სუბსიდირებას ეფუძნება, რადგან მიჩნეულია, რომ კვლევისა და განვითარებისგან მიღებული სოციალური სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე კერძო მოგება.“
TOP-10 ეკონომიკურ თავისუფლებაში — ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
„ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებაზე დაკვირვება საინტერესოა, რადგან ის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის მაჩვენებელია. ამერიკული ორგანიზაცია – „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“ ერთ-ერთი კვლევითი ცენტრია, რომელიც ამ საკითხს სწავლობს და ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს ადგენს.“
საქართველო და ევროკავშირი: რას უნდა ველოდოთ? | ავტორი: გიორგი ცხადაია
„დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამის პარალელურად, უკრაინამ და მოლდოვამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს. ამ სტატიაში ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რაც, ამ მოვლენების ფონზე, ბევრ ქართველს აინტერესებს: რა არის ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში მიღების საკითხს განსაზღვრავს? რა შანსები გვაქვს იმის, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდეს? ასევე, რით აიხსნება საქართველოს ჩამორჩენა უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით (რომლებმაც სტატუსი ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღეს)?“
ეროვნულ ბანკს დამოკიდებულების პრობლემა აქვს | ავტორი: ეგნატე შამუგია
„გასული წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რასაც წინ უძღოდა ევროპული კომისიის შეფასება და მომდევნო ეტაპამდე შესასრულებელი რეკომენდაციები. ასეთ რეკომენდაციებს შორის მონეტარული ხელისუფლების საკითხიც მოხვდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. კომისია მიუთითებს, რომ „სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოს მომდევნო მმართველის მოწესრიგებული დანიშვნა“. თუმცა ევროპული კომისია ცდება, რადგან არარსებულის შენარჩუნება შეუძლებელია.“
საქართველომ 2023 წლის საგარეო ვაჭრობა რეკორდული დეფიციტით დაასრულა | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
„2023 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა, ანუ უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 9.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე ყველაზე მაღალი დეფიციტი 2022 წელს გვქონდა – 8 მილიარდი დოლარი. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით დეფიციტი დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა.“
Forbes-ის სამყარო
მთელ პლანეტაზე, ჩვენი 45 ლიცენზირებული გამოცემა ექვს კონტინენტს, 27 ენასა და 14 დროის სარტყელს მოიცავს. ყველა მათგანს ერთი მისია აქვს: ანტრეპრენიორული კაპიტალიზმის მხარდაჭერა მისი ყველა ფორმით.
ინტერვიუ და პროფილი
ქართული ბიზნესის მავერიკი | ავტორი: ანდრია დიდიშვილი
ნავთობბიზნესის ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების შემდეგ, ბიზნესმენი ზაალ იაკობიძე დღეს მრავალმილიონიან ბიზნესპორტფელში სხვადასხვა სექტორის კომპანიებს აერთიანებს. ამბიციური გეგმით, რომელიც ქალაქ ქუთაისში $100 მილიონის ინვესტიციას ითვალისწინებს, ბიზნესს მამასთან ერთად ანა ამარია იაკობიძეც უძღვება.
ავტობიზნესის ქართული ძრავა | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა, ირაკლი გურჩიანმა იაპონური საავტომობილო გიგანტის, Toyota-ს ქართული ბაზრით დაინტერესება ბნელ 1990-იან წლებში შეძლო და კავკასიაში კომპანიის პირველი ცენტრის გახსნაც მოახერხა. დაარსებიდან 27 წლის შემდეგ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ შემოსავლების მიხედვით Forbes-ის 100 უმსხვილესი ქართული კომპანიის სიაშია. ირაკლი გურჩიანი Forbes Georgia-ს Toyota-ს მიერ საქართველოში განვლილი გზის შესახებ ესაუბრა.
ახალი იდენტობა ახალი მომხმარებლისთვის | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
„ლიბერთის“, რომლის მრავალ ფილიალს, ბანკომატსა და თუ ბარათს ყოველდღიურად 1.7 მილიონამდე მომხმარებელი იყენებს, უნივერსალურ ბანკად გარდაქმნისა და იდენტობის ცვლილების პროცესში ახალი მიზნები აქვს. ერთ თვეზე მეტია, ქვეყნის მესამე უმსხვილესმა ბანკმა წამოიწყო კამპანია „ჩვენიანი“, რომლის ადრესატები მომხმარებლები და თანამშრომლები არიან. „ლიბერთის“ რეპოზიციონირებაზე ორგანიზაციის მარკეტინგისა და კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ მეგრელიშვილი გვესაუბრა.
წარმატებული ბიზნესისა და ქველმოქმედების მემკვიდრეობა | ავტორი: ანდრია დიდიშვილი
„ლუტეცია ჯგუფის“ ისტორია საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში იწყება. ვახტანგ ფხაკაძის მიერ წამოწყებული ბიზნესი დღეს ქვეყანაში წამყვანი ბრენდია. მამის ბიზნესის წარმატებაზე, მისი სახელობის ფონდის საქმიანობასა და ახალი კოსმეტიკური ბრენდის მომავალზე Forbes Georgia-ს ნათია ფხაკაძე-ჩიგირინსკაია ესაუბრა.
დაცვიდან – გენერალურ მენეჯერობამდე | ავტორი: იზა გვარამაძე
ლადო მიქელაძე სტუმარმასპინძლობის სექტორში 2017 წლიდან ჩაერთო. სასტუმროში დაცვის თანამშრომლის პოზიციით დაწყებულ სამსახურში მიზნად დაისახა, ახალ პროფესიას დაუფლებოდა და კარიერის უმაღლესი საფეხურისთვის მიეღწია. ამჟამად ის Litz Resort-ის გენერალური მენეჯერის თანამდებობას იკავებს და საკუთარ კარიერულ თავგადასავალს გვიზიარებს.
ისტორია
ომები და სიმრავლის ილუზია | ავტორი: ნიკა ხოფერია
„არმიების რიცხოვნობის დადგენა სამხედრო ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო პრობლემაა. რიცხვები ხშირად გადამწყვეტია ძალთა ბალანსში. ხშირად იმარჯვებს ის მხარე, რომელსაც უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს, თუ რიცხობრივ სხვაობას სხვა ფაქტორები არ აბათილებს. მაგრამ როგორ ხდება ამ ურთულესი საკითხის შესწავლა და რეალობასთან მიახლოება?“
დატოვე კომენტარი
I have been absent for a while, but now I remember why I used to love this website. Thanks, I will try and check back more frequently. How frequently you update your site?
Rattling clean web site, thanks for this post.