რა არის აუდიტის დასკვნა?

რა არის აუდიტის დასკვნა?

აუდიტის დასკვნა (ინგლისურად Auditor’s Opinion) არის დოკუმენტი, რომელშიც შიდა ან გარე აუდიტორი კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების შესახებ მომზადებულ მოსაზრებას და მათ საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებთან შესაბამისობას წარმოადგენს. შეფასება აუდიტის პროცესში შეგროვებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ძირითადად წელიწადში ერთხელ ხორციელდება.

აუდიტის დასკვნის მომზადების მთავარი მიზანია აჩვენოს, რამდენად კარგად და გამჭვირვალედ ახორციელებს კომპანია ფინანსურ ანგარიშგებას. აუდიტის დასკვნა 4 სახისაა: უპირობო, პირობითი, უარყოფითი და უარი მოსაზრებაზე. კომპანიისთვის ყველაზე კარგი არის უპირობო მოსაზრება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს დადებითი დასკვნა, ხოლო ყველაზე ცუდი უარყოფითი მოსაზრებაა.