ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესასვლელად უვიზო რეჟიმი დააწესა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე, ზედიზედ. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებთ ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შედეგი. შეგახსენებთ, საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გასული წლის სექტემბერში აამოქმედა.