დუბაიში $21 მილიარდის ღირებულების უბნები აშენდება

დუბაიში $21 მილიარდის ღირებულების უბნები აშენდება

დუბაიში დაფუძნებული უძრავი ქონების დეველოპერი Emaar-ი, ქალაქში ორი ძვირად ღირებული უბნის ასაშენებლად და უძრავი ქონების მზარდი ბაზრის კაპიტალიზაციისთვის, 96 მილიარდ დირჰემს ($21 მილიარდი) გამოყოფს. Emaar-ი ცნობილი მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკის მშენებლობაში მონაწილეობით გახდა.

$15 მილიარდად შეფასებული 7.5 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის The Heights Country Club-ის პროექტის გაყიდვები Emaar Properties PJSC-მა უკვე დაიწყო. დეველოპერის მიერ გავრცელებული განცხადებით, რეზიდენციები იყიდება ველნეს-კურორტ Grand Club Resort-შიც, რომლის ფართობი  5.6 მილიონი კვადრატული მეტრია.

Emaar-ის ახალ პროექტებში წარმოდგენილი იქნება ძვირად ღირებული ვილები და ქალაქის ტიპის სახლები, თუმცა რამდენი სახლი განთავსდება ახალ დასახლებაში, ამ დროისთვის უცნობია. უცნობია მშენებლობის დასრულების თარიღიც. პროექტების ერთობლივი ღირებულება – $21 მილიარდი – ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე Emaar-ის საფირმო პროექტი – Downtown Dubai.

მოსალოდნელია, რომ საცხოვრებლების შეძენაზე არსებული ბუმი მკვეთრად გაზრდის გაყიდვებს და მოგებიანობას. კომპანია, რომელმაც „ბურჯ ხალიფას“ ცათამბჯენი ააშენა, იმ დეველოპერებს შორისაა, რომლებიც დუბაიში ახალ პროექტებს აქტიურად იწყებენ.

მოთხოვნების ზრდაზე დადებითად დუბაიში უცხოელ რეზიდენტთა შემოდინების მაღალმა მაჩვენებელმა იმოქმედა. ბოლო ორი ათწლეულია, იპოთეკური განაკვეთების მაღალ დონეზე შენარჩუნების მიუხედავად, დუბაიში საცხოვრებლებზე ფასი მკვეთრად იკლებს. ამ ტენდენციის ცვლილებას ხელი სწორედ ქალაქში უცხოელ რეზიდენტთა ზრდამ შეუწყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *